21:32 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
Инфраструктурные работы в Уреки

ანაკლიასა და ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა შენდება

© FB / United Water Supply Company
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები -2018 (451)
101 0 0

კანალიზაციის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე 35 მილიონამდე დაიხარჯება

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონებში, ანაკლიასა და ურეკში წყალარინების (კანალიზაციის) ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.

ანაკლიასა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე მშენებლობის საერთო ღირებულება 34,5 მილიონი ლარია. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.

 სამუშაოების  დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორი  გამწმენდი ნაგებობა და თითოეული განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით (აზოტისა და ფოსფორის ელემენტების მოცილების ჩათვლით), რაც მნიშვნელოვანია გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის შესამცირებლად.

ანაკლიასა და ურეკში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს — წყალარინების (კანალიზაციის) ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. 

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებით ზედაპირული წყლების დაბინძურება ერთ-ერთ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხელს შეუწყობს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას, დაიცავს მას არასაკმარისად გაწმენდილი ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან.

კომპანიის ინფორმაციით, ბიოლოგიური მეთოდით გაწმენდილი წყალი თანხვედრაშია გარემოს დაცვითი რეგლამენტის მოთხოვნებთან, შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ასევე, თანხვედრაშია საქართველოს მიერ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციით აღებულ ვალდებულებებთან.

 

თემები:
საქართველოს რეგიონები -2018 (451)

მთავარი თემები