კობი გუდაურს სათხილამურო ტრასით დაუკავშირდება

© photo: TBC bank / FBგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატენდერო წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება კი 370 800 ლარია.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. კობი–გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალები ერთმანეთს მაგისტრალური სასრიალო ტრასებით დაუკავშირდება, ნათქვამია სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა" კობი–გუდაურის დამაკავშირებელი სასრიალო ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობა–კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა.

Горнолыжные курорты Грузии - Sputnik საქართველო
გუდაურსა და ბაკურიანს სერიოზული ცვლილებები ელის

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფონდი 2017-2018 წლებში ახორციელებს კობი–გუდაურის დამაკავშირებელი სამთო-სათხილამურო დანიშნულების საბაგირო სისტემის მშენებლობას, რომლის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია კობი–გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალების დამაკავშირებელი მაგისტრალური სასრიალო ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა.

სატენდერო წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება კი 370 800 ლარია.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს შეისყიდოს კობი–გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალების დამაკავშირებელი მაგისტრალური სასრიალო ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება, რომლის რეალიზებით შესაძლებელი გახდება ტურისტულად დატვირთვადი აუცილებელი (მაგისტრალური) სასრიალო ტრასების მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება", – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან კი 2196 მ სიმაღლეზე. ხოლო სოფელი კობი ასევე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1970 მეტრზე. კობი სტეფანწმინდიდან დაშორებულია 20 კილომეტრით.

ყველა ახალი ამბავი
0