ლედი გაგამ სამოსი ქართული ბრენდიდან AVTANDIL შეარჩია

© FB / Avtandil-73ლედი გაგა Avtandil-ის კაბით
ლედი გაგა Avtandil-ის კაბით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ქართველი დიზაინერის შექმნილ ღია სამოსში

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. პოპ-დივა ლედი გაგას ყურადღება კვლავ მიიპყრო ქართველმა დიზაინერმა — ამჯერად მან ქართული მოდის პიონერის, ავთანდილ ცქვიტინიძის კაბა შეარჩია.

ფოტო, რომელზეც ლედი გაგა ქართველი დიზაინერის კაბაში პოზირებს, პოპ-დივას Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

გამომწვევი, ექსცენტრიკული და ხანდახან სკანდალური სამოსის მოყვარულმა მომღერალმა კაბა ღრმა დეკოლტეთი შეარჩია.

ავთანდილ ცქვიტინიძე ერთ-ერთი იმ დიზაინერთაგანია, რომელიც ქართული მოდის სათავეებთან დგას. ფაბრიკა "იმერეთში შექმნილი მისი პირველი კოლექცია თბილისში 1998 წელს აჩვენეს.

რიანა - Sputnik საქართველო
რა აკავშირებთ რიანასა და კარდაშიანს საქართველოსთან

Avtandil-ი კოსტიუმებს ქმნის ბიზნესმენებისთვის, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებითა და წამყვანი ქართული ტელეარხებისთვის. ბრენდის დიდი თაყვანისმცემელი არიან ქეთა თოფურია, ეველინა ხრომჩენკო და სხვა ცნობილი ადამიანები.

ეს ლედი გაგას ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ ის ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერის, გიორგი ქებურიას კაბით გამოჩნდა.

ლედი გაგამ საქართველოს შესახებ New York Fashion Week და Style Fashion Week-ის არტ-დირექტორის, დიმიტრი ჩხეიძისგან შეიტყო. გაგამ ის აშშ-ში Brandon Maxwell-ის ჩვენებაზე გაიცნო. მომღერალმა ჩხეიძე დახურულ საღამოზე მიიწვია, სადაც არტ-დირექტორმა მას საქართველოს შესახებ უამბო. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა ლედი გაგა საქართველოთი.

 

ყველა ახალი ამბავი
0