16:28 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ლუკა ლომთაძე

ერთი 250 ათასიდან: ქართველი სტუდენტი სტაჟირებას Facebook-ში გაივლის

© FB / Luka Lomtadze
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სიამაყე (32)
126030

ყოველწლიურად Facebook-ში პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის თანამდებობაზე 250 ათასი განაცხადი შედის, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს უმართლებთ

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში უდიდესმა სოციალურმა ქსელმა Facebook ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე კალიფორნიის ტექნოლოგიურ ცენტრში Silicon Valley პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის თანამდებობაზე სტაჟირებაზე მიიწვია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყოველწლიურად Facebook-ში პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის თანამდებობაზე 250 ათასი განაცხადი შედის, მაგრამ აქედან სტაჟირებაზე მხოლოდ სტუდენტების 0,132% ხვდება.

სანამ მუშაობას ტექნოლოგიურ ცენტრ Silicon Valley-ში დაიწყებს, ლომთაძე სტაჟირებას გაივლის Facebook-ის სათავო ოფისში, რომელიც ასევე კალიფორნიაშია განთავსებული.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის სტუდენტი Facebook-ში სამუშაოდ მიიღეს.

ლომთაძე კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს სტუდენტების გაცვლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში სან-დიეგოში გაემგზავრა.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს", — განაცხადა ლომთაძემ.

Silicon Valley-ში განთავსებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების დიდი ნაწილი, რომლებიც კომპიუტერებისა და მათი შემადგენლობის, განსაკუთრებით მიკროპროცესორების შემუშავებასთან არის დაკავშირებული, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მობილური კავშირის მოწყობილობებთან და სხვა. ამ ტექნოლოგიური ცენტრის დაარსება და განვითარება დაკავშირებულია წამყვანი უნივერსიტეტების, დიდი ქალაქების თავმოყრასთან ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი საათის სავალ მანძილზე.

 

თემები:
საქართველოს სიამაყე (32)

მთავარი თემები