ეკონომიკის მინისტრი შსს-ს ჩაუდგება სათავეში

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრთა კაბინეტში რიგი ცვლილებები მოხდა. ზოგიერთმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ზოგმა – უწყება შეიცვალა.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა მცირდება — 18-ის ნაცვლად იქნება 14 უწყება. უქმდება ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტში რიგი საკადრო გადაადგილებები განხორციელდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად შინაგან საქმეთა მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილებას ზრდის

ამგვარად, მთავრობის ოპტიმიზაციის გამო თანამდებობები დაკარგეს გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. გარდა ამისა, გადაყენებული არიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

სტრუქტურული რეფორმების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში უნდა წარადგინოს შესწორებები კანონში "საქართველოს მთავრობის შესახებ". შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე მიიღებენ.

გიორგი გახარია 1975 წლის 19 მარტს დაიბადა.

მან 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

2000 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო პოლიტოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტის უმაღლესი ბიზნეს-სკოლის ბიზნესის მართვის სპეციალობით.

1997-2004 წლებში იყო ფირმა A-Edam-ის გენერალური დირექტორი.

2004-2008 წლებში იყო SFK Group-ის გენერალური დირექტორი.

2006-2009 წლებში იყო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ბიოტექნოლოგიების დისციპლინის ლექტორი.

2008-2013 წლებში იყო კომპანიების Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR ბიზნესის განვითარების დირექტორი რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. 2013 წელს დაინიშნა საგადასახადო ომბუდსმენად, ხოლო 2015 წელს — ბიზნეს-ომბუდსმენად.

2016 წლის ნოემბრიდან დღემდე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა.

ყველა ახალი ამბავი
0