07:13 13 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქვევრი ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში

მეცნიერებმა ბორდოში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის" ანგარიში წარმოადგინეს

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (38)
49 0 0

პროექტის ფარგლებში მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის აკვანი, განაცხადა თინათინ კეზელმა

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა საერთაშორისო მნიშვნელობის სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა" შედეგების ანგარიში წარმოადგინეს, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

„პროექტის ფარგლებში მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ნამდვილად არის ღვინის აკვანი", — განაცხადა ასოციაცია "ქართული ღვინის" აღმასრულებელმა დირექტორმა თინათინ კეზელმა.

„პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოგვეჩინა ეთნოგრაფიის, პალეობოტანიკის, მოლეკულური გენეტიკის, არქეოლოგიის, აგროკლიმატოლოგიის და კიდევ არაერთი მიმართულებებით გაწეული კვლევების საფუძველზე. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ", — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის" პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება. მიღებული შედეგებისა და მიმდინარე კვლევების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი აქტუალობას არ კარგავს და ის მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართული არიან წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, აშშ-იდან.

ქალაქ ბორდოში მეცნიერთა ჯგუფის შეკრება გამოფენის „საქართველო — ღვინის სამშობლო" ფარგლებში გაიმართა. მეცნიერებმა ჩატარებული კვლევების შესახებ პრეზენტაციები კონფერენციაზე წარმოადგინეს და მოსაზრებები შეაჯერეს.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგების შესახებ სპეციალური მოხსენებით მეცნიერთა ჯგუფის წინაშე პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern) წარდგა.

ამერიკელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, არსებობს გარკვეული წესები და შეთანხმებები.

სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცნობით, ფართო საზოგადოება როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევის საერთაშორისო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაციას უახლოეს ხანში მიიღებს.

 

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (38)

მთავარი თემები