18:23 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის წარმომადგენელთა შეხვედრა

გიორგი კვირიკაშვილი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა

© FB / Giorgi Kvirikashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი (56)
23 0 0

წითელი ჯვარი საქართველოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებაში ეხმარება

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბილიანა მილოშევიჩს, ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკოორდინაციო მექანიზმის საქმიანობა, რომელიც საქართველოში კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით შეიქმნა და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე ჰუმანიტარული პროგრამები.

საუბარი აგრეთვე შეეხო წითელი ჯვრის ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია შეირაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულ ადამიანთა ადგილმდებარეობის გარკვევაზე, ასევე — ნეშტების მოძიება-ამოცნობასა და ოჯახებისთვის გადაცემაზე.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თანამშრომლობის განვითარებაც მიმოიხილეს და აღნიშნეს, რომ, თანამშრომლობის შედეგად, 2017 წელი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების მიმართულებით, ყველაზე ნაყოფიერი იყო. გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება-ამოცნობისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი თითქმის გასამმაგდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული კოორდინატორი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში ლინა მილნერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი.

საქართველოში 90-იანი წლების კონფლიქტების და 2008 წლის ომის შედეგად 2 300-ზე მეტი პირი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გორში 27 სექტემბერს გაიხსნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი, რომელიც წარმოადგენს ქვის ფილას, რომელშიც ადამიანის სილუეტია ამოქვეთილი, სილუეტში კი სიცარიელეა — დაკარგული ადამიანის სიმბოლო. მემორიალის გახსნის ცერემონიაზე შეიკრიბნენ დედები, რომლებმაც საკუთარი შვილები დაკარგეს.

თემები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი (56)

მთავარი თემები