17:26 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მეხანძრე ბორჯომის ტყეში

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისთვის პრემიებზე დაახლოებით სამი მილიონი ლარი გამოიყოფა

© FB / Giorgi Kvirikashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
დიდი ხანძრები საქართველოში (48)
33 0 0

ბორჯომის ტყეში ხანძარს მეხანძრეები და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ექვსი დღე აქრობდნენ

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ყველა, ვინც ბორჯომის ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს, რომელმაც მთლიანობაში, შეიძლება, 3 მილიონ ლარს გადააჭარბოს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს 31 აგვისტოს დაავალა, მოაგვაროს პრემიების გაცემის საკითხი იმ პირებისთვის, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ პრემიების გაცემა კონკრეტულ უწყებებზეა დამოკიდებული და შესაძლებელია, პრემიებისთვის განკუთვნილმა თანხამ 3 მილიონ ლარზე მეტი შეადგინოს.

ბორჯომის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლმა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა.

თემები:
დიდი ხანძრები საქართველოში (48)

მთავარი თემები