ქართველმა სტუდენტებმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია მიიღეს

© FB / British Embassy Tbilisiქართველი სტუდენტები, რომლებმაც ჩივნინგის სტიპენდია მიიღეს
ქართველი სტუდენტები, რომლებმაც ჩივნინგის სტიპენდია მიიღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის სამი შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ თოთხმეტმა ქართველმა სტუდენტმა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრის ხარისხის მიღების შესაძლებლობა მიიღო

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თოთხმეტმა ქართველმა სტუდენტმა დიდ ბრიტანეთში სწავლისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო — ჩივნინგის (Chevening) სამთავრობო სტიპენდია მიიღო, აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი შეხვდა ქართველ სტუდენტებს, რომლებიც მაგისტრის ხარისხის მისაღებად ინგლისში გაემგზავრებიან და მათ სწავლაში წარმატებები უსურვა.

ჩივნინგის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის სახელმწიფო სტიპენდიაა, რომელიც ინგლისში მაგისტრის პროგრამაზე სწავლის საფასურს ფარავს.

სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო
სტიპენდიას მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის 200 ქართველი სტუდენტი მიიღებს

პროგრამა 1983 წლიდან ხორციელდება და მას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყების პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

წარმატებულ კანდიდატებს საკონკურსო შერჩევის გზით საზღვრავენ. კანდიდატებში აფასებენ ლიდერის უნარებს, პროფესიულ მიღწევებს, კვალიფიკაციას (აკადემიურსა და პროფესიულს) და ინგლისური ენის ცოდნის დონეს. უპირატესობა ენიჭებათ ლიდერის პოტენციალის მქონე ამბიციურ და ენერგიულ კანდიდატებს.

შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ რიგში, ბრიტანული საბჭო და ბრიტანეთის საელჩო ათანხმებს დაახლოებით 30 კანდიდატის სიას, რომლებსაც განაცხადების საფუძველზე არჩევენ. მეორე ეტაპი — ესაა გასაუბრება ბრიტანეთის საელჩოში, რის შემდეგ განისაზღვრება კანდიდატურები სტიპენდიის მისაღებად. ორი ეტაპის წარმატების გადალახვის შემდეგ კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ ენაში IELTS.

 

ყველა ახალი ამბავი
0