ბოლო შანსი: იწურება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრების ვადა

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი შედეგების გასაჩივრების ვადა 7-11 აგვისტოთი იყო განსაზღვრული.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. აბიტურიენტებს პარასკევს, 11 აგვისტოს, 18:00 საათზე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების გასაჩივრების ვადა ეწურებათ, აღნიშნულია საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს შეეძლოთ 7 აგვისტოდან ელექტრონული სახით ვებ-გვერდებზე online.naec.ge და naec.gov.ge.

საჩივრებს სპეციალური კომისია ათი დღის განმავლობაში განიხილავს.

აბიტურიენტები კიდევ შეძლებენ მოასწრონ არა მხოლოდ გამოცდებზე მიღებული შედეგების გასაჩივრება, არამედ დაამატონ, ამოიღონ ან შეცვალონ ფაკულტეტები, რომლებიც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს მიუთითეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
აბიტურიენტთა 15%-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა

გამოცდებისა და შეფასების ცენტრში აბიტურიენტებს აფრთხილებენ, რომ უწყება მათ მიერ შეტანილი ცვლილებების შესახებ ელექტრონული ფოსტით უნდა  მიიღონ. თუ აბიტურიენტი ასეთ ცნობას არ მიიღებს, მან, სავარაუდოდ, ან არ შეინახა შეტანილი ცვლილებები, ან რაიმე შეცდომა დაუშვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს სთხოვს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით.

გამოცდები საქართველოში 3-26 ივლისს ჩატარდა ქვეყნის 22 საგამოცდო ცენტრში. მინამალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ვერ შეძლო აბიტურიენტთა 15%-მა.

ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულებაა — 50 ლარი, შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება.

სააპელაციო განაცხადისთვის თანხის გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებით ან "საქართველოს ბანკში".

ყველა ახალი ამბავი
0