ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

© REUTERS / Omar Sobhaniბაგრამის ბაზაზე სამხედრო პატრულირებს
ბაგრამის ბაზაზე სამხედრო პატრულირებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში ქართველი სამხედროები ავღანეთში საავიაციო ბაზასთან ახლოს ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდნენ.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს - Sputnik საქართველო
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

ქართველმა სამხედროებმა — კაპიტანმა ამირან გვირჯიშვილმა, უფროსმა ლეიტენანტმა გიგა ხახუტაშვილმა და კაპრალმა გეგა ხარშილაძემ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მათზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. სამხედროები პატრულირებდნენ, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერორისტული აქტის შედეგად ადგილზე დაიღუპა მდინარი ბებიაშვილი. დანარჩენი სამი სამხედრო ჰოსპიტალიზებულია.

„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ შესაბამის მკურნალობას უტარებენ… ერთი გერმანიაშია გადაყვანილი, მეორე კი იმავე დღეს გამოწერეს", — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მდინარი ბებიაშვილი 2010 წლიდან ავღანეთში დაღუპული 32-ე ქართველი სამხედროა. მისი ცხედარი საქართველოში გუშინ, საღამოს ჩამოასვენეს.

მისია „მტკიცე მხარდაჭერა", რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, არასაბრძოლო ხასიათისაა. ნატოს ჯარისკაცებს შეუძლიათ შეტევის მოგერიება, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში. მისიაში საქართველოდან 870 სამხედრო მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0