ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

© Ministry of Defence of Georgiaდაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს
დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ბაგრამის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“  მისიის შესრულებისას დაღუპული ქართველი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური

სპეციალური რეისი ბაგრამის საავიაციო ბაზიდან აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა განახორციელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია ეროვნული გვარდის საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით  გაიმართა.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინსიტრთა კაბინეტის წევრები.

ბებიაშვილის ცხედარს ჯერ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ, ხოლო შემდგეგ მის მშობლიურ სოფელში — ზესტაფონის რაიონ  მარტოთუბანში.

მდინარი ბებიაშვილს 10 აგვისტოს დაკრძალავენ.

ყველა ახალი ამბავი
0