კანიბალიზმის საქმე: თბილისის სასამართლომ კიდევ ორ ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს ჩადენილი გახმაურებული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის საქართველოს ორ მოქალაქეს განაჩენი გამოუტანეს.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენაში დამნაშავედ ცნო დათა კვარაცხელია და ავთანდილ ამირანაშვილი, რომლებიც ასაკოვანი ქალის მკვლელობისა და დანაწევრების საქმეზე არიან დაკავებული, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საზარელი მკვლელობა თბილისში: ბრალდებულმა პენსიონერის ორგანოები შეჭამა

2016 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა და ხუთი ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის დაღუპულის ქალიშვილი ირმა. ყოჩიაშვილი თავისივე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით დაღუპულის ქალიშვილის მეგობრის ბექა შენგელიას ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ თბილისის გარეუბანში მდებარე ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დ.კ.–ს 2 წლითა და 3 თვის ვადით, ხოლო ა.ა.–ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ბრალდებულ შენგელიასა და ყოჩიაშვილს, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ ივნისში გამართულ სხდომაზე მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულმა შენგელიამ სასამართლო მოსმენების დროს აღიარა, რომ მოკლულის გული მისი ქალიშვილის თვალწინ შეჭამა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კანიბალიზმის გახმაურებული საქმის მთავარი ბრალდებული ბექა შენგელია კანიბალიზმის ნაწილში გაამართლა, თუმცა დანარჩენი ბრალდებებით მას უვადო პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მოკლული ქალის ქალიშვილს ირმა ყოჩიაშვილს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0