სალომე კორკოტაშვილი: ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!

© FB / SalioOfficialსალომე კორკოტაშვილი
სალომე კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე კორკოტაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, პრობლემები ცივილურად გადაწყვიტონ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომლიც ე.წ. ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილია, სოციალურ ქსელში „ქართველთა მარშის“ გარშემო ატეხილი სკანდალის შესახებ მიმართვას ავრცელებს.

სალომე საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ მას ლანძღავენ და ემუქრებიან კიდეც.

„არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით! მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს ჩემი მთავარი მოტივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო, როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში. ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს მაგრამ გთხოვთ ნუ დაესევით ერთმანეთს!  ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის. გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ! Stop acting like children in the playground and start talking like civilized adults“, — წერს კორკოტაშვილი.

გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
„კორკოტა“ რუსულ ფილმში მიიწვიეს

საზოგადოების აღშფოთება „ქართველთა მარშის“ მონაწილეთა და ორგანიზატორთა მხრიდან სოციალურ ქსელებში არაერთმა უცენზურო, უხამსმა და შეურაცხმყოფელმა კომენტარმა გამოიწვია.

აღნიშნული კომენტარები ავტორებმა წაშალეს, უარყვეს, ზოგიერთმა კი განაცხადა, რომ მათი სახელით „ფეიკ“ გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო.

სალომე კორკოტაშვილმა კი განაცხადა, რომ მამამისს, გია კორკოტაშვილს Facebook გვერდი გაუტეხეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0