„კორკოტა“ რუსულ ფილმში მიიწვიეს

© photo: courtesy of Gia Korkotahviliგია კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და მომღერალი გია კორკოტაშვილი („კორკოტა“) რეჟისორმა ახმეტ-ხან მაგომედოვმა მიიწვია მუსიკალურ კომედიაში Танцы на высоте („ცეკვები სიმაღლეზე“), რომლის სიუჟეტიც მოსკოვურ და კავკასიურ კულტურათა ურთიერთობებს ასახავს.
„კორკოტა“ რუსულ ფილმში მიიწვიეს

„ჩემი გმირი აულში ცხოვრობს და ადგილობრივ ახალგაზრდებს უხსნის, თუ როგორია რუსეთის დედაქალაქი და რა ტიპის ხალხი ცხოვრობს იქ. ჩემთვის ეს იმითაცაა საინტერესო, რომ კავკასიელი ხალხის ცხოვრებას ახლოს ვიცნობ", — განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

ფილმს დაღესტანში იღებენ და მასში სხვა ქართველი მსახიობებიც არიან მიწვეული.

ყველა ახალი ამბავი
0