საქართველოში ვირტუალური რეალობის პირველი ლაბორატორია გაიხსნა

© photo: Sputnik / Javier Luengo / გადასვლა მედიაბანკშივირტუალური რეალობა
ვირტუალური რეალობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაბორატორია დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში, ლაბორატორიის უპირატესობებს შორის არის კვლევების ვიზუალიზაციის შესაძლებლობა.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პირველი, გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VRLab Iliauni) გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

RehabGlove - Sputnik საქართველო
ვირტუალური სამყარო როგორც განკურნების საშუალება - ქართველი სტუდენტების გამოგონება

ლაბორატორია დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში. ლაბორატორიის უპირატესობებს შორის არის კვლევების ვიზუალიზაციის შესაძლებლობა. ხელოვნების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების სპეციალისტები საკუთარი კვლევის მონაცემების ეკრანებზე გადატანას შეძლებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ლაბორატორიას შშმ პირებთან მუშაობის პროცესშიც გამოიყენებს.

ახალი ლაბორატორია აღჭურვილია ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით, სპეციალური კამერებითა და სენსორებით, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოდელირებული რეალობის ნაწილი გახდე. მაგალითად: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, საკუთარი ხელების მოძრაობით, ვირტუალურად დააპროექტო შენობები და მრავალი სხვა.


ყველა ახალი ამბავი
0