13:52 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულები

ქართული სტარტაპები „სილიკონ ველიზე" გაემგზავრებიან

© FB/ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
.სტარტაპ-საქართველო (17)
191 0 0

პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულები მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური კომპანიების სამშობლოში გაემგზავრებიან, რათა შეხვედრები გამართონ პოტენციურ ინვესტორებთან.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით პროგრამა — სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული გუნდებიდან, 8 სტარტაპი აშშ-ში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება, აღნიშნულია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ, რომლებიც ინოვაციური პროექტების დანერგვისათვის აშშ-ში გაივლიან წამყვანი ამერიკელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები პოტენციურ მომხმარებელთან, პარტნიორებთან და ინვესოტრებთან.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი სტარტაპების ავტორებს თბილისის ტექნოპარკში შეხვდა და მათსილიკონ ველიში" ვიზიტის პროგრამა გააცნო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აშშ-ში რიგ შეხვედრებს გამართავს კომპანია Apple-ის წარმომადგენლებთან, ბიოტექნოლოგიების მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციასთან — Genentech და სანფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბის პრეზიდენტ, გლორია დაფისთან.

 

სილიკონ ველი" კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ადგილას არის კონცენტრირებული მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური კომპანიების ოფისები.

 

სილიკონ ველი არის სამშობლო ინოვაციების, მსოფლიოს წამყვანი მაღალტექნოლოგიური ისეთი კორპორაციების, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ ზეგავლენას ადამიანების ცხოვრებაზე.

ინოვაციური ბიზნესისსტარტაპ საქართველოს" ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლის ივნისში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 60-მა ახალგაზრდამ თავისი ბიზნეს-იდეების რეალიზებისთვის მსხვილი გრანტები მიიუღო. პროექტები კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

პროგრამაში გამარჯვებულები ორ ეტაპად შეარჩიეს. პროგრამის პირველი გამარჯვებულები გასული წლის აგვისტოში გამოვლინდნენ. პირველ კონკურსში გაიმარჯვა 56-მა პროექტმა, აქედან 36-მა — ინოვაციურ ნაწილში, ხოლო 20-მა — მაღალტექნოლოგიურ ნაწილში. ბოლო 20-მა თავისი ბიზნეს-იდეების რეალიზაციაზე თითოეულმა 100 ათასი ლარი მიიღო.

მეორე ეტაპის გამარჯვებულების ვინაობა გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. ხელისუფლება კონკურსის გამარჯვებულების იდეების რეალიზებას დაახლოებით 900 ათასი ლარით დააფინანსებს.

თემები:
.სტარტაპ-საქართველო (17)

მთავარი თემები