19:40 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე

რუსთავში ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრი გაიხსნა

FB/ mes.gov.ge
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
14502

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ქალაქ რუსთავში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბავშვებისა და მოზარდების, ასევე მათი მშობლებისთვის განკუთვნილი ფსიქოლოგიური ცენტრი გახსნა, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს–სამსახური. 

ასეთი ცენტრები უკვე მუშაობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.

„ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ფსიქოლოგიური ცენტრში მუშაობენ კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები.

ცენტრში მოსწავლეთა გაგზავნა სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და მასწავლებლის მიერ მშობლის თანხმობით შევსებული რეფერალის საფუძველზე ხდება, თუმცა, როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ცენტრებში მომართვიანობა თვითდინებითაც შეიძლება გახორციელდეს.


მთავარი თემები