„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვრთნები "ღირსეული პარტნიორი"
წვრთნები ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი სწავლებების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და ურთიერთობა იყოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის, განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“–ის ფარგლებში  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ერთმანეთს ფეხბურთში, სირბილში, მკლავჭიდში, ფრენბურთსა და სიმძიმის აწევაში შეეჯიბრნენ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.

პირველი ადგილი ფრენბურთში, მკლავჭიდსა და სიმძიმის აწევაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა დაიკავეს, სირბილსა და ფეხბურთში კი – ბრიტანელებმა. აშშ-ის წარმომადგენლები მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ.

სწავლება ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო

სპორტული თამაშების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შეჯიბრების ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

სპორტულ ღონისძიებას, რომელიც პირველად გაიმართა, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

„ასეთი სწავლებების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და ურთიერთობა იყოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები, როგორც ბრძოლის ველზე არიან ერთად… ზუსტად ასევე არიან სწავლებაზე ერთად წარმოდგენილნი. ამ სწავლების ნაწილია სპორტული ღონისძიებები“, – განაცხადა ხიდაშელმა.

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ 11 მაისს გაიხსნა. რიგით მეორე წვრთნები ვაზიანში 26 მაისამდე გაგრძელდება. მისი მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ბატალიონში შემავალი ქართული ასეულის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება.

ყველა ახალი ამბავი
0