საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარე გახდა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ღია მმართველობაში“ შემავალ ქვეყნებში მოქალაქეები სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თანათავმჯდომარე გახდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ს მონაწილე ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, უფრო გახსნილი იყვნენ მოქალაქეებისთვის, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები.

„ეს არის ღია მმართველობის კუთხით იმ რეფორმების აღიარება, რომლებსაც საქართველო ატარებს”, — განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კენჭისყრა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნში გაიმართა. საქართველოს 22-იდან 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მისცა ხმა. ქვეყანას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოდგენდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს

საქართველოს გარდა თანათავმჯდომარე ქვეყნის პრეტენდენტები იყვნენ ხორვატია და რუმინეთი. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო ფორმატის თავმჯდომარე საფრანგეთია.
საქართველო თავმჯდომარე ავტომატურად ერთ წელიწადში გახდება, როდესაც საფრანგეთის უფლებამოსილება ამოიწურება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 1 ნოემბერს ლონდონში „ღია მმართველობის პარტნიორობის" ყოველწლიურ სამიტზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში ქართული რეფორმა 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა.

გასული წლის ივნისში თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0