03:35 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში

საქართველო მსოფლიოს რიგ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო (3)
101

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლიერება გამოხატა იმ 50 ქვეყნის მიმართ, რომელთა დელეგაციებმაც გაეროში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ აღნიშნულია ხუთშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოში” გამოგზავნილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

 

МИД Грузии

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლიერება გამოხატა იმ 50 ქვეყნის მიმართ, რომელთა დელეგაციებმაც გაეროში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ აღნიშნულია ხუთშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოში” გამოგზავნილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

7 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „სუამის სივრცეში გახანგრძლივებული კონფლიქტების და საერთაშორისო მსოფლიოსთვის მათი შედეგების, უსაფრთხოებისა და განვითარების“ დღის წესრიგის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა“. რეზოლუციას მხარი 50 სახელმწიფომ დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86–მა – თავი შეიკავა.

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის გულითად მადლობას იმ 50 ქვეყნის მიმართ, რომელთა დელეგაციებმაც, საქართველოსთან ერთად, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

”კენჭისყრა ადასტურებს, რომ უკვე მესამე წელიწადია გაეროს გენერალური ასამბლეა ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, რათა დაიცვას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლება, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში”, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მანამდე ოფიციალურმა თბილისმა რეზოლუციის შემაჯამებელი კენჭისყრა შეაფასა, როგორც დიპლომატიური გამარჯვება.

თემები:
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო (3)

მთავარი თემები