23:40 05 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
ფოტო

ჯოჯოხეთური ღამე თბილისში: რუსთაველის გამზირი ბრძოლის ველად იქცა – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
130 0 0
  • გუშინ თბილისის ცენტრში ორი აქცია გაიმართა
  • ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერებმა პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართეს
  • პარალელურად ქაშუეთის ტაძართან გაიმართა ტრადიციული ფასეულობების დამცველთა კონტრაქცია
  • მოწინააღმდეგე მხარეებს შორის პოლიციის კორდონები აღიმართა
  • სამართალდამცავები ორ რიგად განლაგდნენ
  • რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები პერიოდულად ცდილობდნენ პარლამენტამდე მიღწევას
  • ისინი დემონსტრანტების მისამართით ისროდნენ კვერცხებს, ქვებს, ბოთლებსა და პეტარდებს
  • პოლიცია აგრეიულად განწყობილი ტრადიციონალისტების საქციელზე მომენტალურად რეაგირებდა
  • სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პოლიციამ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დაეტოვებინათ სპეცოპერაციის ტერიტორია
  • ხოლო „მდუმარე აქციის“ მონაწილეები პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა
  • რუსთაველის გამზირზე დარჩნენ მხოლოდ პოლიციელები და კონტრ-აქციის წარმომადგენლები, რომლებიც დაშლაზე უარს ამბობდნენ და პოლიციას ეწინააღდეგებოდნენ
  • აგრესიულმა პროტესტანტებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს
  • პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მდუმარე აქცია 5 ივლისს მომხდარი არეულობისას დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად გამართეს
  • ლგბტ-საზოგადოება ქვეყნის ისტორიაში პირველი გეი-აღლუმის გამართვას აპირებდა, სახელწოდებით „ღირსების მარში“. თუმცა ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა არეულობა მოაწყვეს, კერძოდ, შეიჭრნენ „თბილისის პრაიდის“ ოფისში. არეულობისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა
  • 6 ივლისის აქციაზე პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა არეულობის გამოწვევის, პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის გამო
© Sputnik / Alex Shlamov
გუშინ თბილისის ცენტრში ორი აქცია გაიმართა

ცისარტყელიანი დროშის აღმართვის მცდელობა პარლამენტთან დაპირისპირებით დასრულდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში გასული ღამის მოვლენების ამსახველი სურათები.

სამშაბათს, საღამოს თბილისში „მდუმარე აქცია“ გაიმართა 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების სოლიდარობის ნიშნად.

თბილისში 1 ივლისს „ღირსების კვირეული“ დაიწყო, რომლის დროსაც ლგბტ-საზოგადოების წევრებმა ღონისძიებები გამართეს. შემაჯამებელი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო ორშაბათს. სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეებმა დილიდან დაიწყეს კონტრაქცია და გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. მათ ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიების ოპერატორებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. ძალადობის მსხვერპლი 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა. მოგვიანებით ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მარში გაუქმდა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები