ჯოჯოხეთური ღამე თბილისში: რუსთაველის გამზირი ბრძოლის ველად იქცა – ფოტო
ჯოჯოხეთური ღამე თბილისში: რუსთაველის გამზირი ბრძოლის ველად იქცა – ფოტო
Sputnik საქართველო
ცისარტყელიანი დროშის აღმართვის მცდელობა პარლამენტთან დაპირისპირებით დასრულდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში გასული ღამის მოვლენების ამსახველი... 07.07.2021-ს, Sputnik საქართველო
სამშაბათს, საღამოს თბილისში „მდუმარე აქცია“ გაიმართა 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების სოლიდარობის ნიშნად.თბილისში 1 ივლისს „ღირსების კვირეული“ დაიწყო, რომლის დროსაც ლგბტ-საზოგადოების წევრებმა ღონისძიებები გამართეს. შემაჯამებელი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო ორშაბათს. სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეებმა დილიდან დაიწყეს კონტრაქცია და გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. მათ ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიების ოპერატორებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. ძალადობის მსხვერპლი 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა. მოგვიანებით ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მარში გაუქმდა.
ცისარტყელიანი დროშის აღმართვის მცდელობა პარლამენტთან დაპირისპირებით დასრულდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში გასული ღამის მოვლენების ამსახველი სურათები.
სამშაბათს, საღამოს თბილისში „მდუმარე აქცია“ გაიმართა 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების სოლიდარობის ნიშნად.
თბილისში 1 ივლისს „ღირსების კვირეული“ დაიწყო, რომლის დროსაც ლგბტ-საზოგადოების წევრებმა ღონისძიებები გამართეს. შემაჯამებელი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო ორშაბათს. სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეებმა დილიდან დაიწყეს კონტრაქცია და გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. მათ ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიების ოპერატორებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. ძალადობის მსხვერპლი 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა. მოგვიანებით ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მარში გაუქმდა.
ლგბტ-საზოგადოება ქვეყნის ისტორიაში პირველი გეი-აღლუმის გამართვას აპირებდა, სახელწოდებით „ღირსების მარში“. თუმცა ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა არეულობა მოაწყვეს, კერძოდ, შეიჭრნენ „თბილისის პრაიდის“ ოფისში. არეულობისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა