15:04 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
ფოტო

უნიკალური ბიზანტიური ციხე-ქალაქი აჭარაში: პეტრა - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
234 0 0
  • აჭარაში ჩასული ტურისტები განახლებული უძველესი ციხე-ქალაქის დათვალიერებას შეძლებენ
  • პეტრას ციხე - ბიზანტიის იმპერიის ეპოქის უძველესი ნაგებობა
  • ციხე-ქალაქი იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აიგო
  • ახლა უძველეს ნანგრევებს თანამედროვე შენობები დაემატა და ეს ადგილი ტურისტულ კომპლექსად იქცა
  • ახალი ტურისტული ობიექტის საზეიმო გახსნას აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ
  • ციხესიმაგრეში მოხერხებული ბილიკები და ამწეებიც კი მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
  • პეტრას გახსნა ქართული სიმღერით აღინიშნა, სხვა დღეებში კი სტუმრებს გიდები გაუძღვებიან
  • ციხესიმაგრიდან შესანიშნავი ხედი იშლება შავ ზღვაზე
  • მეორე მხარეს კი პარკინგია მოწყობილი
  • ციხის ტერიტორიაზე ბაზილიკის, აბანოსა და შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნანგრევებია შემორჩენილი
  • შუა საუკუნეებში ციხის ტერიტორიაზე საეპისკოპოსო კათედრა იყო განთავსებული
  • იმის თაობაზე, რომ ციხე ბიზანტიელებმა ააგეს, უძველესი იარაღის ნიმუშები მეტყველებს, რომლებიც იქვეა გამოფენილი
  • სამწუხაროდ ციხეს ძველი დიდებულებიდან აღარაფერი შემორჩა
  • მაგრამ რამაც დღემდე მოაღწია, იმას უფრთხილდებიან - ეს ქვეყნის ისტორიაცაა და ტურისტებისთვის მეტად საინტერესო ადგილიც
© Sputnik / Seyran Baroyan
აჭარაში ჩასული ტურისტები განახლებული უძველესი ციხე-ქალაქის დათვალიერებას შეძლებენ

აჭარაში ახალი ღირსშესანიშნაობა გაჩნდა ტურისტებისთვის - ეს პეტრას ციხესიმაგრეა. ნახეთ ფოტოლენტა, როგორ გამოიყურება ეს უნიკალური ისტორიული ნაგებობა

პეტრა - ბიზანტიური ციხე-ქალაქის კარგად შემონახული ნანგრევები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. 

პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან, გალავნის გარდა, კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ — ქვა, კლდე) და ის მიუვალ ციხედ ითვლებოდა. 

პეტრას ისტორია XIX საუკუნის 30-იანი წლებიდანაა ისტორიკოსთა განხილვის საგანი. 1908 წელს იქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა, რომ პეტრას ციხე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ერისთავის რეზიდენცია ყოფილა.

ახლა იქ მოხერხებული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ისტორიული ციხე-ქალაქის ნანგრევები ტურისტებისთვის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა.  

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები