14:20 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ფოტო

ქართული ქვაფენილი: ისტორიის ატრიბუტი თუ თანამედროვეობის მკაფიო შტრიხი – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
112 0 0
  • პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ
  • მეტეხისკენ მიმავალი აღმართიდან კარგად ჩანს სიონის საკათედრო ტაძარი და ნარიყალა
  • მთაწმინდის ეკლესია შედარებით ახალია, მას სულ 150 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ადრე აქ, გამოქვაბულში ცხოვრობდა ბერი დავით გარეჯელი
  • ამბობენ, რომ ეკლესიისკენ მიმავალი გზა ზუსტად იმეორებს იმ ბილიკის მოხაზულობას, რომლითაც ბერი დავითი სარგებლობდა
  • თუმცა აქაურობა ახლა თანამედროვედ გამოიყურება
  • ზემოთ განთავსებულია საქართველოს კულტურის მოღვაწეებისა და გამოჩენილი ადამიანების პანთეონი, შესასვლელში დაკრძალულები არიან ალექსანდრ გრიბოედოვი და მისი მეუღლე ნინა ჭავჭავაძე)
  • ნარიყალასკენ მიმავალი აღმართი საკმაოდ დამრეცია, მისი გავლა ყველას არ შეუძლია. სამანქანო და შემოვლითი გზების გარდა, აქ ასევე მუშაობს საბაგირო
  • ციხესიმაგრეს რეკონტრუქცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა ქვაფენილი, როგორც ჩანს, ძველია, უბრალოდ ხელახლა დაგებული. აქ ჩნდება შეგრძნება, რომ ამ ქვაფენილზე რამდენიმე თაობის ადამიანებს დაუბიჯებიათ
  • ვარაზისხევის ქვაფენილსაც თავისი ისტორია აქვს. ქვის ნაჭრები ყოფილი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის საგზაო საფარიდან ამოიღეს და ისინი უკვე ათწლეულებია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ამშვენებენ. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ვარაზის ხევზე ასფალტის დაგება გადაწყვიტა, თუმცა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და ვარაზის ხევს ძველი იერ-სახე შეუნარჩუნა
  • მიუხედავად ძველი უბნების განახლებისა, ქალაქის ხასიათი და სული კვლავ შენარჩუნდა
  • ქვაფენილი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივებისათვის ის გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის
  • ველოსიპედით ქვაფენილზე სიარული საკმაოდ რთულია, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი
  • არანაკლებ ლამაზად გამოიყურება ცირკის უკანა მხარეს ქვაფენილი, თუმცა აქ იშვიათად ნახავთ მანქანას. ადრე, როდესაც საცირკო ხელოვნება აქტუალური იყო, საკუთარი ავტომობილი ცოტას ყავდა, ცირკის სტუმრების დიდი ნაწილი შენობაში წინა კიბეებით შედიოდა. ახლა ავტომობილისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ცირკი დაკეტილია...
  • აქ ხშირად ქალაქზე პანორამული ხესითვისაც მოდიან
  • ეს ფოტო კი - განსაკუთრებულია, მრავალი წლის წინ გელათის ტაძარში ასევე დაიგო ქვაფენილი. სწორედ აქ განისვენებს მეფე დავით აღმაშენებელი. ტრადიციისამებრ, ის დაკრძალულია ეკლესიის საძვალის შესასვლელში, რათა მორწმუნეებს შეძლებოდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველისათვის პატივის მიგება მის საფლავის ქვაზე დაბიჯებით
© Sputnik / Goga Vardzieli
პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ

თანამედროვე ქალაქებში ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს უფრო ესთეტიკური დანიშნულება აქვს, ვიდრე პრაქტიკული. „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა ისტორიით მსუნთქავი ქუჩები მოიარა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

მართალია, ჩვენ დროში საგზაო მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა, მაგრამ თბილისის ისტორიული რაიონების უმეტესობისთვის, მათი რელიეფის გათვალისწინებით, ქვაფენილიან გზებს დღესაც გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს.

საქმე ისაა, რომ წვიმის დროს ფერდობებიდან დაშვებული წყლის ნაკადები ქვაფენილს ბევრად ნაკლებად რეცხავს, ვიდრე ასფალტსა თუ ბეტონს. ამას ემატება ისიც, რომ ქვაფენილი პრაქტიკულად არ ცვდება, ხოლო „დაჯდომის“ შემთხვევაში მარტივად შეიძლება მისი ხელახლა დაგება.

მართალია, უახლესი კომპოზიტური მასალების ფონზე ქვების ხელით დამუშავება შესაძლოა გონივრული არ იყოს, მაგრამ თბილისის შემთხვევაში ეს ერთგვარი რარიტეტია – ანტიკვარიატის ანალოგიური.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები