მართალია, ჩვენ დროში საგზაო მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა, მაგრამ თბილისის ისტორიული რაიონების უმეტესობისთვის, მათი რელიეფის გათვალისწინებით, ქვაფენილიან გზებს დღესაც გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს.
საქმე ისაა, რომ წვიმის დროს ფერდობებიდან დაშვებული წყლის ნაკადები ქვაფენილს ბევრად ნაკლებად რეცხავს, ვიდრე ასფალტსა თუ ბეტონს. ამას ემატება ისიც, რომ ქვაფენილი პრაქტიკულად არ ცვდება, ხოლო „დაჯდომის“ შემთხვევაში მარტივად შეიძლება მისი ხელახლა დაგება.
მართალია, უახლესი კომპოზიტური მასალების ფონზე ქვების ხელით დამუშავება შესაძლოა გონივრული არ იყოს, მაგრამ თბილისის შემთხვევაში ეს ერთგვარი რარიტეტია – ანტიკვარიატის ანალოგიური.
© Sputnik / Goga Vardzieliპანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ
პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ
© Sputnik / Goga Vardzieliმეტეხისკენ მიმავალი აღმართიდან კარგად ჩანს სიონის საკათედრო ტაძარი და ნარიყალა
მეტეხისკენ მიმავალი აღმართიდან კარგად ჩანს სიონის საკათედრო ტაძარი და ნარიყალა
© Sputnik / Goga Vardzieliმთაწმინდის ეკლესია შედარებით ახალია, მას სულ 150 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ადრე აქ, გამოქვაბულში ცხოვრობდა ბერი დავით გარეჯელი
მთაწმინდის ეკლესია შედარებით ახალია, მას სულ 150 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ადრე აქ, გამოქვაბულში ცხოვრობდა ბერი დავით გარეჯელი
© Sputnik / Goga Vardzieliამბობენ, რომ ეკლესიისკენ მიმავალი გზა ზუსტად იმეორებს იმ ბილიკის მოხაზულობას, რომლითაც ბერი დავითი სარგებლობდა
ამბობენ, რომ ეკლესიისკენ მიმავალი გზა ზუსტად იმეორებს იმ ბილიკის მოხაზულობას, რომლითაც ბერი დავითი სარგებლობდა
© Sputnik / Goga Vardzieliთუმცა აქაურობა ახლა თანამედროვედ გამოიყურება
თუმცა აქაურობა ახლა თანამედროვედ გამოიყურება
© Sputnik / Goga Vardzieliზემოთ განთავსებულია საქართველოს კულტურის მოღვაწეებისა და გამოჩენილი ადამიანების პანთეონი, შესასვლელში დაკრძალულები არიან ალექსანდრ გრიბოედოვი და მისი მეუღლე ნინა ჭავჭავაძე)
ზემოთ განთავსებულია საქართველოს კულტურის მოღვაწეებისა და გამოჩენილი ადამიანების პანთეონი, შესასვლელში დაკრძალულები არიან ალექსანდრ გრიბოედოვი და მისი მეუღლე ნინა ჭავჭავაძე)
© Sputnik / Goga Vardzieliნარიყალასკენ მიმავალი აღმართი საკმაოდ დამრეცია, მისი გავლა ყველას არ შეუძლია. სამანქანო და შემოვლითი გზების გარდა, აქ ასევე მუშაობს საბაგირო
ნარიყალასკენ მიმავალი აღმართი საკმაოდ დამრეცია, მისი გავლა ყველას არ შეუძლია. სამანქანო და შემოვლითი გზების გარდა, აქ ასევე მუშაობს საბაგირო
© Sputnik / Goga Vardzieliციხესიმაგრეს რეკონტრუქცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა ქვაფენილი, როგორც ჩანს, ძველია, უბრალოდ ხელახლა დაგებული. აქ ჩნდება შეგრძნება, რომ ამ ქვაფენილზე რამდენიმე თაობის ადამიანებს დაუბიჯებიათ
ციხესიმაგრეს რეკონტრუქცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა ქვაფენილი, როგორც ჩანს, ძველია, უბრალოდ ხელახლა დაგებული. აქ ჩნდება შეგრძნება, რომ ამ ქვაფენილზე რამდენიმე თაობის ადამიანებს დაუბიჯებიათ
© Sputnik / Goga Vardzieliვარაზისხევის ქვაფენილსაც თავისი ისტორია აქვს. ქვის ნაჭრები ყოფილი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის საგზაო საფარიდან ამოიღეს და ისინი უკვე ათწლეულებია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ამშვენებენ. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ვარაზის ხევზე ასფალტის დაგება გადაწყვიტა, თუმცა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და ვარაზის ხევს ძველი იერ-სახე შეუნარჩუნა
ვარაზისხევის ქვაფენილსაც თავისი ისტორია აქვს. ქვის ნაჭრები ყოფილი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის საგზაო საფარიდან ამოიღეს და ისინი უკვე ათწლეულებია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ამშვენებენ. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ვარაზის ხევზე ასფალტის დაგება გადაწყვიტა, თუმცა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და ვარაზის ხევს ძველი იერ-სახე შეუნარჩუნა
© Sputnik / Goga Vardzieliმიუხედავად ძველი უბნების განახლებისა, ქალაქის ხასიათი და სული კვლავ შენარჩუნდა
მიუხედავად ძველი უბნების განახლებისა, ქალაქის ხასიათი და სული კვლავ შენარჩუნდა
© Sputnik / Goga Vardzieliქვაფენილი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივებისათვის ის გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის
ქვაფენილი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივებისათვის ის გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის
© Sputnik / Goga Vardzieliველოსიპედით ქვაფენილზე სიარული საკმაოდ რთულია, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი
ველოსიპედით ქვაფენილზე სიარული საკმაოდ რთულია, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი
© Sputnik / Goga Vardzieliარანაკლებ ლამაზად გამოიყურება ცირკის უკანა მხარეს ქვაფენილი, თუმცა აქ იშვიათად ნახავთ მანქანას. ადრე, როდესაც საცირკო ხელოვნება აქტუალური იყო, საკუთარი ავტომობილი ცოტას ყავდა, ცირკის სტუმრების დიდი ნაწილი შენობაში წინა კიბეებით შედიოდა. ახლა ავტომობილისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ცირკი დაკეტილია...
არანაკლებ ლამაზად გამოიყურება ცირკის უკანა მხარეს ქვაფენილი, თუმცა აქ იშვიათად ნახავთ მანქანას. ადრე, როდესაც საცირკო ხელოვნება აქტუალური იყო, საკუთარი ავტომობილი ცოტას ყავდა, ცირკის სტუმრების დიდი ნაწილი შენობაში წინა კიბეებით შედიოდა. ახლა ავტომობილისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ცირკი დაკეტილია...
© Sputnik / Goga Vardzieliაქ ხშირად ქალაქზე პანორამული ხესითვისაც მოდიან
აქ ხშირად ქალაქზე პანორამული ხესითვისაც მოდიან
© Sputnik / Goga Vardzieliეს ფოტო კი - განსაკუთრებულია, მრავალი წლის წინ გელათის ტაძარში ასევე დაიგო ქვაფენილი. სწორედ აქ განისვენებს მეფე დავით აღმაშენებელი. ტრადიციისამებრ, ის დაკრძალულია ეკლესიის საძვალის შესასვლელში, რათა მორწმუნეებს შეძლებოდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველისათვის პატივის მიგება მის საფლავის ქვაზე დაბიჯებით
ეს ფოტო კი - განსაკუთრებულია, მრავალი წლის წინ გელათის ტაძარში ასევე დაიგო ქვაფენილი. სწორედ აქ განისვენებს მეფე დავით აღმაშენებელი. ტრადიციისამებრ, ის დაკრძალულია ეკლესიის საძვალის შესასვლელში, რათა მორწმუნეებს შეძლებოდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველისათვის პატივის მიგება მის საფლავის ქვაზე დაბიჯებით