საქართველო არ განეკუთვნება ცივი კლიმატის მქონე ქვეყნების კატეგორიას, თუმცა ზამთარი აქაც საკმაოდ ცივია, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში. ბოლო დღეების განმავლობაში მთელ ქვეყანაში აცივდა, დაიწყო ყინვები, ხოლო მთებში მოთოვა კიდეც.

ბაკურიანში ნამდვილი ზამთარი დადგა. ახლა აქ დღისით -18 გრადუსი და თოვლია

გარეთ ყველაფერი გადათეთრებულია

ავტომობილები ასევე თოვლით დაიფარა

სხვენებზე კი უზარმაზარი ლოლოები კიდია

სახლიდან გასვლისას, ალბათ, ბევრი არჩევს დარჩენას და ცხელი ჩაის დალევას

საავტომობილო გზები დილიდან ცარიელია. მხოლოდ ძაღლებს არ ეშინიათ ყინვისა და უამინდობის

თუმცა გარეთ ყველაფერი ძალიან ლამაზია

თუმცა კომუნალური სამსახურების თანამშრომლებისთვის უამინდობა მორიგი გამოცდაა. ძლიერი თოვისას ავარიები საკმაოდ ხშირი მოვლენაა

ბუნება ზამთარში უჩვეულოდ გამოიყურება

ერთ ღამეში აქ საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა

ხეები თოვლით შეიმოსა

გარშემო ყველაფერი ძალიან გალამაზდა

ეს ნამდვილი ზამთარია

დღისით გზებზე უკვე მანქანებიც გამოჩნდა. მძღოლები ავტომობილებს მთლიანად არ წმენდენ თოვლისგან - ალბათ საღამოს კვლავ თოვას ელოდებიან