13:02 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ფოტო

ჩიჩილაკი, ანუ ახალი წლის ძველქართული სიმბოლო - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
41210
  • პატარა თეთრი ნაძვის ხე, ანუ ჩიჩილაკი – ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლოა საქართველოში
  • ახალი წლის წინა დღეებში ჩიჩილაკის ყიდვა ბევრგან არის შესაძლებელი
  • ჩიჩილაკები იყიდება ქუჩებში, ბაზრებში, მაღაზიებსა და სპეციალურ საახალწლო ბაზარში სპორტის სასახლესთან
  • ჩიჩილაკს ბევრი ადამიანი ყიდულობს და ნაძვის ხის გვერდით ათავსებს
  • როგორც წესი, ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან ამზადებენ, რომლებსაც ბარბალობას ჭრიან, თუმცა ახლა ჩიჩილაკის გაკეთება ნებისმიერი ხისგან შეიძლება, მთავარია ტოტები იყოს სწორი
  • მიიჩნევა, რომ ჩიჩილაკი შთანთქავს ყველაფერ უარყოფითს და ნეგატიურ ემოციებს
  • ამიტომ საახალწლო დღესასწაულებს შემდეგ, ჩიჩილაკს, როგორც წესი, წვავენ, რათა ყველაფერი ცუდი ცეცხლმა გაანადგუროს
  • ჩიჩილაკის საშუალო სიმაღლე 50-70 სანტიმეტრია, თუმცა არსებობს ბევრად დიდი ზომებისაც. ახალ წელს ჩიჩილაკს ტკბილეულის გვერდითაც ათავსებენ
  • ჩიჩილაკის ტრადიციას გურიაში ჩაეყარა საფუძველი, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავრცელდა
  • გაქრისტიანებასთან ერთად ბევრი წარმართული ტრადიცია გაქრა, ამიტომ დღეს ჩიჩილაკს თავზე ჯვარს უკეთებენ
  • ხოლო ზოგიერთ ჩიჩილაკს თავზე ჭურჭლის მაგვარ სიღრმეს უკეთებენ ტკბილეულის მოსათავსებლად
© Sputnik / Alex Shlamov
პატარა თეთრი ნაძვის ხე, ანუ ჩიჩილაკი – ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლოა საქართველოში

საქართველოში საახალწლო დღესასწაულები ზოგისთვის ჩიჩილაკთან ასოცირდება. რა არის ჩიჩილაკი და საიდან მოდის რადცია – ჩვენს ფოტოლენტაში იხილავთ

საქართველოში წარმოუდგენელია ახალი წელი ჩიჩილაკის გარეშე. საახალწლო სიმბოლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გურიაში დაიწყო.

ჩიჩილაკს ჩვეულებრივ თხილის ტოტებისგან ამზადებენ, რომელსაც ტრადიციულად 17 დეკემბერს - ბარბალობას ჭრიან. უნდა აღინიშნოს, რომ თხილი გურიაში ასოცირდება კეთილდღეობასთან, იქ უამრავი კერძი თხილის გამოყენებით მზადდება.

დღეს ჩიჩილაკი სხვა ხეების ტოტებისგანაც კეთდება.

ახალი წლის ღამეს ჩიჩილაკის შეძენა თბილისში ბევრგან შეიძლება - ბაზრებში, მაღაზიებში, საახალწლო სპეციალურ ბაზარში სპორტის სასახლის მახლობლად და სუპერმარკეტებშიც კი.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები