საქართველოში წარმოუდგენელია ახალი წელი ჩიჩილაკის გარეშე. საახალწლო სიმბოლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გურიაში დაიწყო.
ჩიჩილაკს ჩვეულებრივ თხილის ტოტებისგან ამზადებენ, რომელსაც ტრადიციულად 17 დეკემბერს - ბარბალობას ჭრიან. უნდა აღინიშნოს, რომ თხილი გურიაში ასოცირდება კეთილდღეობასთან, იქ უამრავი კერძი თხილის გამოყენებით მზადდება.
დღეს ჩიჩილაკი სხვა ხეების ტოტებისგანაც კეთდება.
ახალი წლის ღამეს ჩიჩილაკის შეძენა თბილისში ბევრგან შეიძლება - ბაზრებში, მაღაზიებში, საახალწლო სპეციალურ ბაზარში სპორტის სასახლის მახლობლად და სუპერმარკეტებშიც კი.

პატარა თეთრი ნაძვის ხე, ანუ ჩიჩილაკი – ახალი წლის ერთ-ერთი სიმბოლოა საქართველოში

ახალი წლის წინა დღეებში ჩიჩილაკის ყიდვა ბევრგან არის შესაძლებელი

ჩიჩილაკები იყიდება ქუჩებში, ბაზრებში, მაღაზიებსა და სპეციალურ საახალწლო ბაზარში სპორტის სასახლესთან

ჩიჩილაკს ბევრი ადამიანი ყიდულობს და ნაძვის ხის გვერდით ათავსებს

როგორც წესი, ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან ამზადებენ, რომლებსაც ბარბალობას ჭრიან, თუმცა ახლა ჩიჩილაკის გაკეთება ნებისმიერი ხისგან შეიძლება, მთავარია ტოტები იყოს სწორი

მიიჩნევა, რომ ჩიჩილაკი შთანთქავს ყველაფერ უარყოფითს და ნეგატიურ ემოციებს

ამიტომ საახალწლო დღესასწაულებს შემდეგ, ჩიჩილაკს, როგორც წესი, წვავენ, რათა ყველაფერი ცუდი ცეცხლმა გაანადგუროს

ჩიჩილაკის საშუალო სიმაღლე 50-70 სანტიმეტრია, თუმცა არსებობს ბევრად დიდი ზომებისაც. ახალ წელს ჩიჩილაკს ტკბილეულის გვერდითაც ათავსებენ

ჩიჩილაკის ტრადიციას გურიაში ჩაეყარა საფუძველი, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავრცელდა

გაქრისტიანებასთან ერთად ბევრი წარმართული ტრადიცია გაქრა, ამიტომ დღეს ჩიჩილაკს თავზე ჯვარს უკეთებენ

ხოლო ზოგიერთ ჩიჩილაკს თავზე ჭურჭლის მაგვარ სიღრმეს უკეთებენ ტკბილეულის მოსათავსებლად