05:24 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ფოტო

პროტესტი „აფრიკაში“: თბილისში შენობების დემონტაჟმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

მოკლე ბმულის მიღება
180 0 0
  • აფრიკის დასახლებაში დილიდან დაიწყო უკანონო შენობების დემონტაჟი
  • სანაძის ქუჩაზე სახელმწიფოს მიწაზე 12 უკანონო ობიექტი აშენდა, რომელთაგან ნაწილი უკვე დანგრეულია
  • სამუშაოებმა ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია
  • ადგილზე მყისიერად მივიდნენ შენობების მეპატრონეები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები
  • ზოგიერთი მათგანი ბულდოზერებისათვის ხელის შეშლასაც ცდილობდა
  • ისინი ამბობენ, რომ ზამთარში წასასვლელი არსად აქვთ და მთელი დანაზოგი ამ სახლების მშენებლობაში დახარჯეს
  • წინააღმდეგობის გაწევისათვის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
  • როგორც გაირკვა, ამ შენობებში არავინ ცხოვრობდა, მათი დიდი ნაწილი კი კვლავ მშენებლობის პროცესშია
  • თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ უკანონო მშენებლობის ფაქტები მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა
  • მიუხედავად ამისა, ადგილობრივები არ აპირებდნენ დანებებას და სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუკეტეს
  • თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აფრიკაში დანგრეული შენობების მეპატრონეებს საცხოვრებლები ქალაქის სხვა რაიონებში აქვთ
  • მისი თქმით, თუ ვინმეს არ აქვს საცხოვრებელი, საჭროა აღრიცხვაზე აყვანა მის მისაღებად და არავის აქვს უფლება სახელმწიფო საკუთრება მიითვისოს
  • წესრიგის დასამყარებლად სანაძის ქუჩაზე პოლიციის ძალები გადაიტყორცნა
  • თბილისის საქალაქო ინსპექციაში განმარტეს, რომ შემოწმების შედეგად აფრიკის დასახლებაში 12 უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს
© Sputnik / STRINGER
აფრიკის დასახლებაში დილიდან დაიწყო უკანონო შენობების დემონტაჟი

სამშაბათს ე.წ. აფრიკის დასახლებაში დაძაბული ვითარება იყო. მერიამ იქ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები.

სანაძის ქუჩაზე ადგილობრივებმა უკანონოდ ააშენეს ათზე მეტი შენობა იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. როგორც მერიაში განაცხადეს, ეს დარღვევა გამოავლინეს მუნიციპალიტეტის ინსპექტორებმა და მათი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.

შენობების ნგრევის სამუშაოებს ხელი შეუშალეს ადგილობრივებმა – უკანონო ობიექტების მფლობელებმა, მათმა ნათესავებმა და ახლობლებმა. პოლიციას დაუმორჩილებლობის გამო რამდენიმე ადამიანის დაკავება დასჭირდა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები