სანაძის ქუჩაზე ადგილობრივებმა უკანონოდ ააშენეს ათზე მეტი შენობა იმ მიწაზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. როგორც მერიაში განაცხადეს, ეს დარღვევა გამოავლინეს მუნიციპალიტეტის ინსპექტორებმა და მათი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.
შენობების ნგრევის სამუშაოებს ხელი შეუშალეს ადგილობრივებმა – უკანონო ობიექტების მფლობელებმა, მათმა ნათესავებმა და ახლობლებმა. პოლიციას დაუმორჩილებლობის გამო რამდენიმე ადამიანის დაკავება დასჭირდა.
© Sputnik / STRINGERაფრიკის დასახლებაში დილიდან დაიწყო უკანონო შენობების დემონტაჟი
აფრიკის დასახლებაში დილიდან დაიწყო უკანონო შენობების დემონტაჟი
© Sputnik / STRINGERსანაძის ქუჩაზე სახელმწიფოს მიწაზე 12 უკანონო ობიექტი აშენდა, რომელთაგან ნაწილი უკვე დანგრეულია
სანაძის ქუჩაზე სახელმწიფოს მიწაზე 12 უკანონო ობიექტი აშენდა, რომელთაგან ნაწილი უკვე დანგრეულია
© Sputnik / STRINGERსამუშაოებმა ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია
სამუშაოებმა ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია
© Sputnik / STRINGERადგილზე მყისიერად მივიდნენ შენობების მეპატრონეები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები
ადგილზე მყისიერად მივიდნენ შენობების მეპატრონეები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები
© Sputnik / STRINGERზოგიერთი მათგანი ბულდოზერებისათვის ხელის შეშლასაც ცდილობდა
ზოგიერთი მათგანი ბულდოზერებისათვის ხელის შეშლასაც ცდილობდა
© Sputnik / STRINGERისინი ამბობენ, რომ ზამთარში წასასვლელი არსად აქვთ და მთელი დანაზოგი ამ სახლების მშენებლობაში დახარჯეს
ისინი ამბობენ, რომ ზამთარში წასასვლელი არსად აქვთ და მთელი დანაზოგი ამ სახლების მშენებლობაში დახარჯეს
© Sputnik / STRINGERწინააღმდეგობის გაწევისათვის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
წინააღმდეგობის გაწევისათვის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა
© Sputnik / STRINGERროგორც გაირკვა, ამ შენობებში არავინ ცხოვრობდა, მათი დიდი ნაწილი კი კვლავ მშენებლობის პროცესშია
როგორც გაირკვა, ამ შენობებში არავინ ცხოვრობდა, მათი დიდი ნაწილი კი კვლავ მშენებლობის პროცესშია
© Sputnik / STRINGERთბილისის მერიაში აცხადებენ, რომ უკანონო მშენებლობის ფაქტები მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ უკანონო მშენებლობის ფაქტები მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა
© Sputnik / STRINGERმიუხედავად ამისა, ადგილობრივები არ აპირებდნენ დანებებას და სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუკეტეს
მიუხედავად ამისა, ადგილობრივები არ აპირებდნენ დანებებას და სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუკეტეს
© Sputnik / STRINGERთბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აფრიკაში დანგრეული შენობების მეპატრონეებს საცხოვრებლები ქალაქის სხვა რაიონებში აქვთ
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აფრიკაში დანგრეული შენობების მეპატრონეებს საცხოვრებლები ქალაქის სხვა რაიონებში აქვთ
© Sputnik / STRINGERმისი თქმით, თუ ვინმეს არ აქვს საცხოვრებელი, საჭროა აღრიცხვაზე აყვანა მის მისაღებად და არავის აქვს უფლება სახელმწიფო საკუთრება მიითვისოს
მისი თქმით, თუ ვინმეს არ აქვს საცხოვრებელი, საჭროა აღრიცხვაზე აყვანა მის მისაღებად და არავის აქვს უფლება სახელმწიფო საკუთრება მიითვისოს
© Sputnik / STRINGERწესრიგის დასამყარებლად სანაძის ქუჩაზე პოლიციის ძალები გადაიტყორცნა
წესრიგის დასამყარებლად სანაძის ქუჩაზე პოლიციის ძალები გადაიტყორცნა
© Sputnik / STRINGERთბილისის საქალაქო ინსპექციაში განმარტეს, რომ შემოწმების შედეგად აფრიკის დასახლებაში 12 უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს
თბილისის საქალაქო ინსპექციაში განმარტეს, რომ შემოწმების შედეგად აფრიკის დასახლებაში 12 უკანონო მშენებლობა აღმოაჩინეს