09:45 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ფოტო

არ გვჭირდება მანდატები: ოპოზიციამ შეთანხმება გააფორმა - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
244 0 0
  • სამდოკუმენტიანი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართა
  • ნიკა მელიას თქმით, ამ დღიდან დაიწყო ბრძოლის ახალი ეტაპი
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაში რვა ოპოზიციური პარტია შევიდა. ფოტოზე - ზაალ უდუმაშვილი მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიაზე
  • მემორანდუმს ხელი მოაწერა ლელომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლეიბორისტულმა პარტიამ და ევროპულმა საქართველომ. ფოტოზე - ირაკლი ოქრუაშვილი ხელმოწერის დროს
  • მემორანდუმს ხელი არ მოაწერა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა, გირჩმა და მოქალაქეებმა
  • რა მოყვება მემორანდუმის გაფორმებას, მომავალი გვიჩვენებს. ფოტოზე - ბადრი ჯაფარიძე ხელის მოწერისას
  • როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერა ოპოზიციის ერთიანობის დემონტრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია
  • მემორანდუმი შეიცავს სამ დოკუმენტს. პირველი – ეს არის ოპოზიციური სპექტრის განცხადება იმის შესახებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ისინი შედეგებს არ აღიარებენ. ეს დოკუმენტი ასევე შეიცავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას
  • მეორე დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში შესულები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე
  • მესამე დოკუმენტი არის პარტიების ხელმძღვანელების განცხადება ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას სახელზე, სადაც მოთხოვნილია პარტიული სიების გაუქმება
  • მემორანდუმს ხელი არ მოაწერა არც რესპუბლიკურმა პარტიამ
  • არჩევნების შედეგად პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა 150-დან 60 მანდატი მოიპოვეს, მაგრამ ოპოზიცია კატეგორიულ უარზეა ახლანდელ პარლამენტში მუშაობაზე. ფოტოზე - გიგი უგულავა მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიაზე
© Sputnik / STRINGER
სამდოკუმენტიანი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართა

საქართველოს პარლამენტში შესულმა ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატებზე უარის თქმის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი. როგორ მიმდინარეობდა ცერემონია - Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ

საქართველოს პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია შევიდა, რომლებსაც წილად 150-დან 60 მანდატი ხვდათ. ბოლო დრომდე ისინი ერთიანი ძალებით ეწინააღმდეგებოდნენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე, საპასუხოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვდნენ.

საერთო მემორანდუმს ხელი მოაწერა „ლელომ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. 

მემორანდუმს არ შეუერთდა სამი ოპოზიციური პარტია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და „მოქალაქეები“. „მოქალაქეების“ ორმა დეპუტატმა ბოიკოტის რეჟიმში დარჩება და მმართველი პარტიის მომავალი ქმედებებისთვის დაცდა გადაწყვიტა. 

მემორანდუმს ასევე არ მოაწერეს ხელი რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, რომელიც „ძალა ერთობაშია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკში შედის.

სამ დოკუმენტიან მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში გაიმართა.

პირველი დოკუმენტი – ეს არის ოპოზიციური სპექტრის განცხადება იმის შესახებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ისინი შედეგებს არ აღიარებენ. ეს დოკუმენტი ასევე შეიცავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

მეორე დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში შესულები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

მესამე დოკუმენტი არის პარტიების ხელმძღვანელების განცხადება ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას სახელზე, სადაც მოთხოვნილია პარტიული სიების გაუქმება.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები