ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, ხელი მოაწერეს ერთდროულად სამ დოკუმენტს.
პირველი – ეს არის ოპოზიციური სპექტრის განცხადება იმის შესახებ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ისინი შედეგებს არ აღიარებენ. ეს დოკუმენტი ასევე შეიცავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.
მეორე დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგად პარლამენტში შესულები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.
მესამე დოკუმენტი არის პარტიების ხელმძღვანელების განცხადება ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას სახელზე, სადაც მოთხოვნილია პარტიული სიების გაუქმება.
დოკუმენტებზე ხელის მოწერა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართა, ასიოდე მეტრში პარლამენტის შენობიდან, სადაც პარალელურად პირველი სესია იმართებოდა.