22:59 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ფოტო

შოპინგის უკანასკნელი დღე, ანუ ძალიან შავი პარასკევი - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
343 0 0
  • ახლა მსგავსი სურათი თბილისის ქუჩებში დიდხანს აღარ გამოჩნდება
  • პარასკევს მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩები გადატვირთული იყო
  • ყველა მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრისკენ მიიჩქაროდა ერთ თვიანი ლოკდაუნის დაწყებამდე
  • ეს „შავი პარასკევი“ მართლაც შავი გამოდგა
  • სავაჭრო ცენტრებში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი
  • მაღაზიები მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობდნენ
  • ყველა რაღაცას ყიდულობდა
  • ზოგიერთი უკვე საახალწლო საჩუქრებსაც ყიდულობდა
  • ჯერ ხომ უცნობია, თუ რა მოხდება მომავალში
  • ამიტომ ამ პარასკევს ბევრმა გადაწყვიტა საშოპინგოდ წასვლა
  • ამ ყველაფრის ფონზე, სილამაზის სალონები არ შეწყვეტენ მუშაობას
  • სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები და ბაზრობები მუშაობას ახალი 24 დეკემბერს განაახლებენ და 2 იანვრამდე იმუშავებენ
  • თუმცა ბევრი თბილისელი ფიქრობს, რომ საახალწლოდ მაღაზიაში შეღწევა შეუძლებელი იქნება
  • საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იგივე პერიოდში განაახლებენ ფუნქციონირებას
  • აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი უკმაყოფილება საზოგადოებაში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვამ გამოიწვია
  • 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ამუშავდება თბილისის მეტროც
  • 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ყველა შეზღუდვა ეტაპობრივად მოიხსნება, მთელ საქართველოში გამოცხადდება დასვენების დღეები. იმუშავებენ მხოლოდ ბანკები და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები
© Sputnik / Viktor Kaminsky
ახლა მსგავსი სურათი თბილისის ქუჩებში დიდხანს აღარ გამოჩნდება

საქართველოში, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები. რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში მაღაზიების ერთი თვით დაკეტვამდე, იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში

კორონავირუსით დაინფიცირების ზრდადი რაოდენობის გამო ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

ახლა საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მუშაობა შეწყვიტეს მაღაზიებმა, რესტორნებმა და კაფეებმა - სავაჭრო ქსელებსა და კვების ობიექტებს შეკვეთები შეუძლიათ მიიღონ ონლაინ-რეჟიმში.

ეს შეზღუდვები ახალ წლამდე გასტანს, შემდეგ ზოგიერთი სავაჭრო ობიექტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ ამუშავდება, თუმცა იავრიდან შეზღუდვები კვლავ ძალაში შევა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები