კორონავირუსით დაინფიცირების ზრდადი რაოდენობის გამო ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
ახლა საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მუშაობა შეწყვიტეს მაღაზიებმა, რესტორნებმა და კაფეებმა - სავაჭრო ქსელებსა და კვების ობიექტებს შეკვეთები შეუძლიათ მიიღონ ონლაინ-რეჟიმში.
ეს შეზღუდვები ახალ წლამდე გასტანს, შემდეგ ზოგიერთი სავაჭრო ობიექტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ ამუშავდება, თუმცა იავრიდან შეზღუდვები კვლავ ძალაში შევა.

ახლა მსგავსი სურათი თბილისის ქუჩებში დიდხანს აღარ გამოჩნდება

პარასკევს მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩები გადატვირთული იყო

ყველა მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრისკენ მიიჩქაროდა ერთ თვიანი ლოკდაუნის დაწყებამდე

ეს „შავი პარასკევი“ მართლაც შავი გამოდგა

სავაჭრო ცენტრებში უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი

მაღაზიები მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობდნენ

ყველა რაღაცას ყიდულობდა

ზოგიერთი უკვე საახალწლო საჩუქრებსაც ყიდულობდა

ჯერ ხომ უცნობია, თუ რა მოხდება მომავალში

ამიტომ ამ პარასკევს ბევრმა გადაწყვიტა საშოპინგოდ წასვლა

ამ ყველაფრის ფონზე, სილამაზის სალონები არ შეწყვეტენ მუშაობას

სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები და ბაზრობები მუშაობას ახალი 24 დეკემბერს განაახლებენ და 2 იანვრამდე იმუშავებენ

თუმცა ბევრი თბილისელი ფიქრობს, რომ საახალწლოდ მაღაზიაში შეღწევა შეუძლებელი იქნება

საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იგივე პერიოდში განაახლებენ ფუნქციონირებას

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი უკმაყოფილება საზოგადოებაში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვამ გამოიწვია

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ამუშავდება თბილისის მეტროც

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ყველა შეზღუდვა ეტაპობრივად მოიხსნება, მთელ საქართველოში გამოცხადდება დასვენების დღეები. იმუშავებენ მხოლოდ ბანკები და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები
