14:36 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
ფოტო

ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
8501
  • პარლამენტთან დღის მეორე ნახევარში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი
  • აქ იყვნენ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები
  • მათ უკმაყოფილება გამოთქვეს არჩევნების შეჯამებასთან დაკავშირებით
  • მიუხედავად პირბადეებით სარგებლობისა, დისტანციის დაცვა ძალიან რთული იყო
  • მიუხედავად ყველაფრისა, კორონავირუსის პანდემია აქციის ფორმაზე მაინც აისახა
  • მიტინგზე იყვნენ საქართველოს პარტნიორი უკრაინის დროშებით მისულებიც
  • ზოგიც პროტესტს საქართველოს და აშშ-ის დროშებით გამოხატავდა
  • ოპოიციის მხარდამჭერთა აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
  • ოპოზიციის ლიდერებმა მსგავსი აქციების რეგულარულად გამართვა გადაწყვიტეს, ერთი კვირის შემდეგ კი - დიდი მიტინგი დაგეგმეს
  • შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა გამართეს თბილისის ცენტრში
  • ასობით ადამიანი დაიძრა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით
  • წესრიგის დასაცავად რეზიდენციასთან უკვე მორიგეობდა საპატრულო პოლიციის ძალები
  • ივანიშვილის რეზიდენციასთან ოპოზიციის წარმომადგენლები ლოზუნგებს სკანდირებდნენ
  • ოპოზიცია არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს
  • თუმცა, საეჭვოა, ხელისუფლებამ მომიტინგეების მოთხოვნები დააკმაყოფილოს და დასრულებული არჩევნების შედეგები ბათილად ცნოს
  • რამდენ ხანს გასტანს ოპოზიციის მუხტი და სადამდე გაგრძელდება საპროტესტო აქციები თბილისში, ამას დრო გვიშვენებს
© Sputnik / STRINGER
პარლამენტთან დღის მეორე ნახევარში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი

ოპოზიციის მომხრეებმა და რამდენიმე პარტიის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ საპროტესტო აქციაში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გასაჯაროვდა. რა ხდებოდა ქალაქში - იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ ოპოზიციას გარეთ გამოსვლისა და გაპროტესტებისკენ მოუწოდა. პარლამენტთან მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. რამდენიმე საათიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა გამართეს. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ასეთი აქციები რეგულარულ სახეს მიიღებს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები