„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელ ოპოზიციას გარეთ გამოსვლისა და გაპროტესტებისკენ მოუწოდა. პარლამენტთან მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ. რამდენიმე საათიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობა გამართეს. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, ასეთი აქციები რეგულარულ სახეს მიიღებს.

პარლამენტთან დღის მეორე ნახევარში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი

2/16
© photo: Sputnik
აქ იყვნენ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

მათ უკმაყოფილება გამოთქვეს არჩევნების შეჯამებასთან დაკავშირებით

მიუხედავად პირბადეებით სარგებლობისა, დისტანციის დაცვა ძალიან რთული იყო

მიუხედავად ყველაფრისა, კორონავირუსის პანდემია აქციის ფორმაზე მაინც აისახა

მიტინგზე იყვნენ საქართველოს პარტნიორი უკრაინის დროშებით მისულებიც

7/16
© photo: Sputnik / Stringer
ზოგიც პროტესტს საქართველოს და აშშ-ის დროშებით გამოხატავდა

ოპოიციის მხარდამჭერთა აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა

ოპოზიციის ლიდერებმა მსგავსი აქციების რეგულარულად გამართვა გადაწყვიტეს, ერთი კვირის შემდეგ კი - დიდი მიტინგი დაგეგმეს

შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა გამართეს თბილისის ცენტრში

ასობით ადამიანი დაიძრა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით

წესრიგის დასაცავად რეზიდენციასთან უკვე მორიგეობდა საპატრულო პოლიციის ძალები

ივანიშვილის რეზიდენციასთან ოპოზიციის წარმომადგენლები ლოზუნგებს სკანდირებდნენ

ოპოზიცია არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს

თუმცა, საეჭვოა, ხელისუფლებამ მომიტინგეების მოთხოვნები დააკმაყოფილოს და დასრულებული არჩევნების შედეგები ბათილად ცნოს

რამდენ ხანს გასტანს ოპოზიციის მუხტი და სადამდე გაგრძელდება საპროტესტო აქციები თბილისში, ამას დრო გვიშვენებს