04:49 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ფოტო

როგორ იქცა აჭარა კორონავირუსის გავრცელების კერად – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
128 0 0
  • აჭარა ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს
  • პირველი შემთხვევები ქობულეთში დაფიქსირდა, რამაც დამსვენებლებში პანიკა გამოიწვია
  • შემდეგ ინფექცია გავრცელდა ბათუმში
  • პირველ დიდ კერად დასახელდა კაფე „დონა“, რომლის ობიექტებიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული. დაწესებულება დაიკეტა, თუმცა ვირუსის გავრცელება არ შეწყვეტილა
  • შემდეგ COVID-19-ის გავრცელების საფრთხე საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გაჩერებებს შეეხო, რომლებსაც დეზინფექცია ჩაუტარდა
  • ასევე დაიკეტა დიდი ღამის კლუბები, სადაც უამრავი ადამიანი იყრიდა ერთდროულად ტავს
  • „პისიარ“ ტესტირების კარვებთან რიგები დადგა, რომელთა სამუშაო დრო გახანგრძლივდა დილის 11:00-დან საღამოს 23:00-მდე
  • ინფიცირების მორიგი შემთხვევები დაფიქსირდა „ხოფას“ ბაზრობაზე
  • აქამდე ბათუმში ტესტირების ხუთი კარავი იდგა, მათ შორის სამი ბულვარში
  • თუმცა კვირას სამი კარავი უკვე აიღეს, რადგან დამსვენებელთა რაოდენობა შემცირდა
  • „ხოფას“ ბაზრობაზე ყველა შემსვლელს ტემპერატურას უზომავენ
  • ბაზრების ტერიტორიებზეც რეგულარულად იმართება დეზინფექცია
  • თუმცა საკუთარი ნებით ტესტირება ყველას არ ჩაუტარებია. ინფიცირებულტა ნაწილმა მოასწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წასვლა და სხვების დაინფიცირება
  • ასე გამოიყურება კარავი, სადაც უფასო „პისიარ“ ტესტირებები მიმდინარეობს
  • ბათუმში ბევრ ობიექტზე განთავსებულია ასეთი გამაფრთხილებელი პოსტერები, რომლებიც ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ
  • თუმცა, რეალურად ამ წესებს თითქმის არ იცავენ. ნიღბებს ხშირად მხოლოდ პირზე იკეთებენ, ხელებზე არ იტარებენ დეზინფექციას, დასვენების ადგილებში ჯგუფებად იკრიბებიან და არ იცავენ სოციალურ დისტანციას. ხშირად მაღაზიებში არ იკეთებენ პირბადეებს. ადგილობრივები, მართალია ბუნებაში, მაგრამ მაინც მართავდნენ ქორწილებს, იხდიდნენ დაბადების დღეებსა და აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღესასწაულებს
© Sputnik / Alexander Imedashvili
აჭარა ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. განსაკუთრებით საფრთხის შემცველი სიტუაციაა აჭარაში, სადაც ინფიცირებულების დიდი ნაწილი გამოვლინდა.

საქართველოში კვირას დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა. წინა დღეს მათი რაოდენობა 158-ს შეადგენდა, მანამდე 87-ს. ასეთმა მკვეთრმა ზრდამ ადამიანებს უსაფრთხოების ზომების მეტად დაცვისკენ უბიძგა. ხელისუფლებამ კვლავ დააწესა გარკვეული შეზღუდვები. როგორც გასულ დღეებში, ინფიცირებულთა დიდი ნაწილი აჭარიდანაა.

დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები