01:08 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ფოტო

როგორ გამოიყურება ურჩხული: აშშ-ს ქარიშხალმა „ლაურამ“ გადაუარა – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
236 0 0
  • ძლიერმა ქარიშხალმა „ლაურამ“ დიდი ზიანი მიაყენა ლუიზიანას შტატს
  • ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევდა
  • ქარიშხალი ყველაფერს ანადგურებდა გზად. ფოტოზე - რეპორტიორები ათვალიერებენ სტიქიის ადგილს ჰოლი-ბიჩზე
  • ქარიშხალმა გამოიწვია ტალღები, რის გამოც მოხდა წყალდიდობა და დაიტბორა დიდი ტერიტორიები
  • ზოგიერთი ადგილობრივი უკვე დაუბრუნდა საცხოვერბელს და ნანგრევებისგან გაწმენდა დაიწყო
  • ჰაერიდან გადაღებული სურათები კატასტროფის მასშტაბების აღქმის საშუალებას იძლევა
  • ქარიშხლის დროს დაღუპულთა ნაწილი წაქცეულმა ხეებმა შეიწირა
  • ასობით ათას ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია სახლში დაბრუნება
  • სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნგრევა და მსხვერპლი გაიზრდებოდა, ქარიშხალს რომ მიმართულება არ შეეცვალა
  • თუმცა კატასტროფის მასშტაბები მაინც შემაძრწუნებელია
  • ქარიშხლის დროს ნაპირებზე გამოირიყა უამრავი თევზი
  • ზოგიერთი სახლი ქარიშხალმა მიწასთან გაასწორა
  • „ლაურას“ გამო 500 ათაზე მეტი სახლი და ობიექტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
  • დაღუპულთა ნაწილი არასწორად დამონტაჟებული ელექტროგენერატორების გამოყოფილი ნახშირორჟანგით გაიგუდა
  • ნაწილი კი წაქცეულმა ხეებმა და წყალდიდობამ შეიწირა
  • დანგრეული სპორტული მოედანი და ობიექტები სკოლის ტერიტორიაზე
  • გადარჩენილებს მოუწევთ ეცადონ აღადგინონ დანგრეული შენობები და შეინარჩუნონ გადარჩენილი ქონება
  • ქარიშხალმა „ლაურამ“ გადაუარა ჰაიტისაც. იქ დაიღუპა 30 ადამიანი, რვა უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა
© AP Photo / Gerald Herbert
ძლიერმა ქარიშხალმა „ლაურამ“ დიდი ზიანი მიაყენა ლუიზიანას შტატს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქარიშხალ „ლაურას“ უწოდა მონსტრი, რომელიც ამ კვირაში ლუიზიანასა და ტეხასსაც დაატყდა თავს. იხილეთ ფოტომასალაში სურათები სტიქიის ადგილიდან.

ქარიშხალ „ლაურას“ ხუთბალიანი სისტემით მეოთხე კატეგორია მიენიჭა. ქარიშხლების შესახებ გამაფრთხილებელი ეროვნული ცენტრის (NHC) ინფორმაციით, ლუიზიანის შტატის ზოგიერთ რაიონში შეინიშნებოდა „კატასტროფული ტალღები, ქარიშხალი და წყალდიდობა“, ხოლო ქარის მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევდა.

„ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ისტორიაში!“ – ასე უწოდა ქარიშხალ „ლაურას“ ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა. „ლაურას“ ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ადამიანების ნაწილი წაქცეულმა ხეებმა შეიწირა, ზოგიერთი დაიხრჩო, ზოგიც ბუნებრივი გაზით გაიგუდა, რადგან ისინი უსაფრთხოების ნორმების დაუცველად დამონტაჟებული ელექტროგენერატორებით სარგებლობდნენ.

დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზერდებოდა, თუმცა ციკლონმა ბოლო მომენტში მიმართულება შეიცვალა. ახლა ასობით ათასი ადამიანი ვერ ბრუნდება სახლში, ხოლო ლუიზიანას კიდევ ერთი ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. იხილეთ ფოტომასალაში ქარიშხლის შედეგების სურათები.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები