ქარიშხალ „ლაურას“ ხუთბალიანი სისტემით მეოთხე კატეგორია მიენიჭა. ქარიშხლების შესახებ გამაფრთხილებელი ეროვნული ცენტრის (NHC) ინფორმაციით, ლუიზიანის შტატის ზოგიერთ რაიონში შეინიშნებოდა „კატასტროფული ტალღები, ქარიშხალი და წყალდიდობა“, ხოლო ქარის მაქსიმალური სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევდა.
„ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ისტორიაში!“ – ასე უწოდა ქარიშხალ „ლაურას“ ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა. „ლაურას“ ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ადამიანების ნაწილი წაქცეულმა ხეებმა შეიწირა, ზოგიერთი დაიხრჩო, ზოგიც ბუნებრივი გაზით გაიგუდა, რადგან ისინი უსაფრთხოების ნორმების დაუცველად დამონტაჟებული ელექტროგენერატორებით სარგებლობდნენ.
დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზერდებოდა, თუმცა ციკლონმა ბოლო მომენტში მიმართულება შეიცვალა. ახლა ასობით ათასი ადამიანი ვერ ბრუნდება სახლში, ხოლო ლუიზიანას კიდევ ერთი ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. იხილეთ ფოტომასალაში ქარიშხლის შედეგების სურათები.