07:23 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ფოტო

კორონავირუსზე შემოწმების მსურველებს ბათუმში უფასო ტესტირებას უტარებენ – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
208 0 0
  • ბათუმის ბულვარში სეირნობისას, ყველას შეუძლია ნებაყოფლობით კორონავირუსის ტესტის გაკეთება, თუმცა ყველა არ გამოთქვამს სურვილს
  • ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია „პისიარ“ ტესტირების ორი პუნქტი
  • ტესტირება უფასო და ნებაყოფლობითია
  • ტესტირების პუნქტები საღამოს ხუთ საათზე იხსნება და ათ საათამდე მუშაობს
  • შემოწმების მსურველებს არეგისტრირებენ - იწერენ მათი პირადობის ინფორმაციას, მისამართს და ტელეფონს
  • ვინც ტესტირებას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს - პუნქტების თანამშრომლები უსაფრთხოების ყველა ზომას იცავენ. ისინი ყოველი ტესტის შემდეგ იცვლიან ხელთათმანებს, ხელებს იმუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით, იყენებენ რესპირატორებს და სახის ფარებს
  • ტესტირების პროცედურას რამდენიმე წუთი ჭირდება
  • ტესტირების პუნქტებთან მორიგეობენ გოგონები, რომლებიც ყველა გამვლელს COVID-19-ზე უფასოდ შემოწმებას სთავაზობენ
  • მომსახურებით უკვე ასობით ადამიანმა ისარგებლა
  • უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საშიში არაფერია
  • პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, საჭიროა მხოლოდ ნაცხის აღება ცხვირიდან და ყელიდან
  • დადებითი ტესტის შემთხვევაში, მომდევნო დღეს უკავშირდებიან და ატყობინებენ
  • გამვლელებს დეტალებს უხსნიან გოგონები, რომლებიც ტესტირების პუნქტებთან მორიგეობენ
  • უფასო „პისიარ“ ტესტირების ჩატარების გადაწყვეტილება აჭარის ხელისუფლებამ მიიღო ტურისტების რაოდენობის მატებამ საკურორტო ზონებში, რაც ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის
  • ზოგისთვის შემოწმების პროცესი უსიამოვნოა, თუმცა ყველა დაზუსტებას ამჯობინებს
© Sputnik / Alexander Imedashvili
ბათუმის ბულვარში სეირნობისას, ყველას შეუძლია ნებაყოფლობით კორონავირუსის ტესტის გაკეთება, თუმცა ყველა არ გამოთქვამს სურვილს

ბათუმის ბულვარში ორი პუნქტი მოეწყო, სადაც მსურველებს უფასოდ შეუძლიათ კორონავირუსის ტესტის გაკეთება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ტარდება შემოწმება.

ბათუმსა და ქობულეთში უფასო PCR–ტესტირება უტარდება ყველა მსურველს.

ეს შესაძლებლობა უკვე ასობით ადამიანმა გამოიყენა.

ქობულეთში მოქმედებს შემოწმების ერთი პუნქტი, ბათუმში – ორი, რომლებიც ქალაქის ცენტრსა და ბულვარშია განთავსებული.

დამსვენებლების გარდა, აუცილებელ შემოწმებას გადიან კაფეების, ბარებისა და რესტორნების, ღამის კლუბების და ბუნგალოების თანამშრომლები. COVID-19-ზე აქტიური შემოწმება აჭარაში ტურისტულ სეზონთან ერთად დასრულდება.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები