ბათუმსა და ქობულეთში უფასო PCR–ტესტირება უტარდება ყველა მსურველს.
ეს შესაძლებლობა უკვე ასობით ადამიანმა გამოიყენა.
ქობულეთში მოქმედებს შემოწმების ერთი პუნქტი, ბათუმში – ორი, რომლებიც ქალაქის ცენტრსა და ბულვარშია განთავსებული.
დამსვენებლების გარდა, აუცილებელ შემოწმებას გადიან კაფეების, ბარებისა და რესტორნების, ღამის კლუბების და ბუნგალოების თანამშრომლები. COVID-19-ზე აქტიური შემოწმება აჭარაში ტურისტულ სეზონთან ერთად დასრულდება.

ბათუმის ბულვარში სეირნობისას, ყველას შეუძლია ნებაყოფლობით კორონავირუსის ტესტის გაკეთება, თუმცა ყველა არ გამოთქვამს სურვილს

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია „პისიარ“ ტესტირების ორი პუნქტი

ტესტირება უფასო და ნებაყოფლობითია

ტესტირების პუნქტები საღამოს ხუთ საათზე იხსნება და ათ საათამდე მუშაობს

შემოწმების მსურველებს არეგისტრირებენ - იწერენ მათი პირადობის ინფორმაციას, მისამართს და ტელეფონს

ვინც ტესტირებას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს - პუნქტების თანამშრომლები უსაფრთხოების ყველა ზომას იცავენ. ისინი ყოველი ტესტის შემდეგ იცვლიან ხელთათმანებს, ხელებს იმუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით, იყენებენ რესპირატორებს და სახის ფარებს

ტესტირების პროცედურას რამდენიმე წუთი ჭირდება

ტესტირების პუნქტებთან მორიგეობენ გოგონები, რომლებიც ყველა გამვლელს COVID-19-ზე უფასოდ შემოწმებას სთავაზობენ

მომსახურებით უკვე ასობით ადამიანმა ისარგებლა

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საშიში არაფერია

პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, საჭიროა მხოლოდ ნაცხის აღება ცხვირიდან და ყელიდან

დადებითი ტესტის შემთხვევაში, მომდევნო დღეს უკავშირდებიან და ატყობინებენ

გამვლელებს დეტალებს უხსნიან გოგონები, რომლებიც ტესტირების პუნქტებთან მორიგეობენ

უფასო „პისიარ“ ტესტირების ჩატარების გადაწყვეტილება აჭარის ხელისუფლებამ მიიღო ტურისტების რაოდენობის მატებამ საკურორტო ზონებში, რაც ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის

ზოგისთვის შემოწმების პროცესი უსიამოვნოა, თუმცა ყველა დაზუსტებას ამჯობინებს