04:25 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ფოტო

განახლებული ილია ჭავჭავაძის გამზირი თბილისის ცენტრში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
31211
  • ილია ჭავჭავაძის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მართლაც განსხვავებულად გამოიყურება
  • მთავარი სიახლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლის გზის შუა ნაწილში განთავსებაა
  • ახლა ჭავჭავაძის გამზირი ასე გამოიყურება
  • მოვლენათა ასე განვითარების გამო ბევრი ავტომობილისტი უკმაყოფილოა
  • ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გზის შუა ნაწილში გაშვებით და გაჩერებების იქვე განთავსებით, მერიამ მნიშვნელოვნად შეამცირა დანარჩენი ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გზა
  • ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები მთელ გამზირზე ახლა უპირატესობით სარგებლობენ
  • გზის შუა ნაწილში განთავსებული გაჩერება
  • საზოგადოება თითქოს უკვე მიეჩვია სიახლეს - ქვეითების გადაადგილებისათვის ყველა გაჩერებასთან ზებრა გადასასვლელი დაიხაზა და შუქნიშანი განთავსდა
  • ხანდახან ამ გაჩერებებზე ისვენებენ კიდეც
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ შეფერხების გარეშე გადაადგილდება - სოცქსელებში წერენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ვაკის პარკემდე მისვლა ათ წუთშია შესაძლებელი
  • ვაკის პარკის შესასვლელი ასევე მოწესრიგდა
  • პარკის გვერდით, გზის ცენტრალურ ნაწილში დასვენების ზონა მოეწყო
  • გზებზე წესრიგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ
  • დარღვევა აქ ძალზე იშვიათია, მაგრამ მოძრაობის სქემა ჯერ მხოლოდ ახლა ამოქმედდა
  • ჭავჭავაძის გამზირზე გაფართოვდა ტროტუარები
  • ახლა ტროტუარებზე მანქანის გაჩერება უკვე შეუძლებელია
  • ჭავჭავაძეზე ორივე მხარეს მოეწყო ორბორბლიანი ტრანსპორტის სამოძრაო ბილიკი
  • ზოგ ადგილზე ეს ბილიკი ტროტუარს უერთდება, მაგრამ ქვეითად მოსიარულეების სივრცე ამით არ ვიწროვდება
  • თუმცა ყველას არ ყოფნის ბილიკი და ისინი მეტი კომფორტისთვის ავტობუსის ზოლით სარგებლობენ
  • როგორც ჩანს, მიუხედავად თავდაპირველი პროტესტისა, საზოგადოება ეჩვევა ახალ რეალობას
  • და თითქოს საცობებიც შემცირდა
  • თბილისის მერია არ მალავს, რომ ამ ცვლილებების მიზანია, საზოგადოება პირადი ავტომობილებით სიარულს გადაეჩვიონ და ხშირად ისარგებლონ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით
  • გამზირი მართლაც განსხვავებულად გამოიყურება. ფოტოზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაჩნდა, თუმცა მათ ჯერ ფუნქციონირება არ დაუწყიათ
© Sputnik / Viktor Kaminsky.
ილია ჭავჭავაძის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მართლაც განსხვავებულად გამოიყურება

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ჩატარებული მასშტაბური რეაბილიტაციის შემდეგ ვაკე საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა ავტობუსების ახალმა ზოლებმა, რომლებიც ქუჩის ცენტრში განთავსდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლების კრიტიკა დაიმსახურა.

გამზირის რემონტის დროს გაფართოვდა ქვეითად მოსიარულეთა ზონა და შემცირდა ტრანსპორტის სავალი ნაწილი. გამზირზე ასევე მოეწყო ორბორბლიანი ტრანსპორტის ბილიკები ორივე მხარეს. ავტობუსების გადაადგილების ზოლები და გაჩერებები მერიამ ქუჩის ცენტრალურ ნაწილში განათავსა, ასევე დამონტაჟდა ბევრი შუქნიშანი, რათა ქვეითებმა კომფორტულად გადაკვეთონ გზის სავალი ნაწილი.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები