05:52 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ფოტო

შემზარავი სურათები ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების ადგილიდან – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
301 0 0
  • ბეირუთის პორტში მომხდარი აფეტქება ნამდვილ ტრაგედიად იქცა
  • ძლიერმა აფეთქებამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია
  • ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია, დაშავებულთა მიყვანა კვლავ გრძელდება
  • აფეთქების ეპიცენტრიდან გავრცელებული ფოტოები აპოკალიპტურ სამყაროს მოგაგონებთ
  • ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მეხანძრეები და მაშველები
  • აფეთქების ეპიცენტრის გარშემო ტერიტორიაზე შავი კვამლი იდგა
  • აფეტქების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შენობებს ჩაემსხვრა მინები
  • წინასწარ მონაცემებით, აფეთქების მიზეზი შედუღებითი სამუშაოები გახდა
  • შემდუღებლები ცდილობდნენ ამოევსოთ ხვრელები, რომლების დახმარებითაც ბოროტმოქმედებს ტერიტორიაზე შეპარვა და საქონლსი მოპარვა შეეძლოთ
  • თუმცა ახლა აქ მოსაპარი აღარაფერია. ბეირუთის პორტი განადგურდა, ასევე მთლიანად დაინგრა ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
  • ზარალი ჯერ არ დათვლილა
  • ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება
  • გადარჩენილების ძებნა გრძელდება - ნანგრევებში შესაძლოა კვლავ იმყოფებოდნენ გადარჩენილები
  • იორდანიის სეისმოლოგიურმა ობსერვატორიამ დაადგინა, რომ ძლიერი აფეთქება 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი იყო
© REUTERS / MOHAMED AZAKIR
ბეირუთის პორტში მომხდარი აფეტქება ნამდვილ ტრაგედიად იქცა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ დიდ აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. აფეთქების ტალღამ მეზობელ ქვეყნებამდეც კი მიაღწია. იხილეთ შემაძრწუნებელი სურათები ტრაგედიის ადგილიდან.

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ზრდას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 78 ადამიანი შეეწირა, ხოლო დაშავდა 4 ათასზე მეტი. ბეირუთის პორტი სრულად განადგურდა. რამდენიმე კილომეტრის რადიუსში სახლებს ჩაემსხვრა მინები. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ.

ლიბანის ძალოვანი სტრუქტურების წინასწარი დასკვნით, აფეთქება შედუღების სამუშაოების წარმოებისას მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური ტელეარხი LBC international ავრცელებს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები