12:25 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
ფოტო

მარნეული კარანტინში: როგორ გამოიყურება ბლოკპოსტები გზაზე – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
17410
  • საქართველოს ორ ქალაქში - მარნეულსა და ბოლნისში,კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს
  • კორონავირუსი დაუდგინდა ადგილობრივ 67 წლის ქალს. ის იმყოფებოდა პანაშვიდზე, სადაც სხვა ათობით ადამიანი იყო. ახლა მარნეულისა და ბოლნისის მკვიდრებს ტერიტორიის დატოვება ეკძრალებათ
  • 23 მარტს ღამით მარნეულისა და ბოლნისის მიმართულებით გზებზე ბლოკპოსტები აღიმართა
  • მარნეულში ორშაბათს დილიდან განთავსდა საველე ჰისპიტალი. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა
  • სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შიდა გავრცელება მარნეულში სარიტუალო ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა
  • მარნეულში კარანტინის რეჟიმში გადავიდა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელშიც იმყოფებოდა ინფიცირებული ქალი. რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები უცნობია
  • ეპიდემიოლოგებმა უკვე მოახდინეს 90 პირის იდენტიფიცირება, რომლებთანაც კონაქტი ქონდა ინფიცირებულ ქალს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს
  • მარნეულისა და ბოლნისის რაიონების საკარანტინო რეჟიმში გადასვლის შესახებ საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეატყობინა
© Sputnik / STRINGER
საქართველოს ორ ქალაქში - მარნეულსა და ბოლნისში,კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს

კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით საქართველოს ორ ქალაქში – მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები მოვლენათა ადგილიდან.

საქართველოს მთავრობამ წუხელ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა.

შეზღუდვები უკავშირდება საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევის დადასტურებას – მარნეულში ინფექცია აღმოაჩნდა 67 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ რაიონების მკვიდრებმა არ უნდა დატოვონ ტერიტორია.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები