საქართველოს მთავრობამ წუხელ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა.
შეზღუდვები უკავშირდება საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევის დადასტურებას – მარნეულში ინფექცია აღმოაჩნდა 67 წლის ქალს, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ რაიონების მკვიდრებმა არ უნდა დატოვონ ტერიტორია.
© Sputnik / STRINGERსაქართველოს ორ ქალაქში - მარნეულსა და ბოლნისში,კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს
საქართველოს ორ ქალაქში - მარნეულსა და ბოლნისში,კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით, მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღეს
© Sputnik / STRINGERკორონავირუსი დაუდგინდა ადგილობრივ 67 წლის ქალს. ის იმყოფებოდა პანაშვიდზე, სადაც სხვა ათობით ადამიანი იყო. ახლა მარნეულისა და ბოლნისის მკვიდრებს ტერიტორიის დატოვება ეკძრალებათ
კორონავირუსი დაუდგინდა ადგილობრივ 67 წლის ქალს. ის იმყოფებოდა პანაშვიდზე, სადაც სხვა ათობით ადამიანი იყო. ახლა მარნეულისა და ბოლნისის მკვიდრებს ტერიტორიის დატოვება ეკძრალებათ
© Sputnik / STRINGER23 მარტს ღამით მარნეულისა და ბოლნისის მიმართულებით გზებზე ბლოკპოსტები აღიმართა
23 მარტს ღამით მარნეულისა და ბოლნისის მიმართულებით გზებზე ბლოკპოსტები აღიმართა
© Sputnik / STRINGERმარნეულში ორშაბათს დილიდან განთავსდა საველე ჰისპიტალი. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა
მარნეულში ორშაბათს დილიდან განთავსდა საველე ჰისპიტალი. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა
© Sputnik / STRINGERსპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შიდა გავრცელება მარნეულში სარიტუალო ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შიდა გავრცელება მარნეულში სარიტუალო ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა
© Sputnik / STRINGERმარნეულში კარანტინის რეჟიმში გადავიდა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელშიც იმყოფებოდა ინფიცირებული ქალი. რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები უცნობია
მარნეულში კარანტინის რეჟიმში გადავიდა კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელშიც იმყოფებოდა ინფიცირებული ქალი. რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები უცნობია
© Sputnik / STRINGERეპიდემიოლოგებმა უკვე მოახდინეს 90 პირის იდენტიფიცირება, რომლებთანაც კონაქტი ქონდა ინფიცირებულ ქალს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს
ეპიდემიოლოგებმა უკვე მოახდინეს 90 პირის იდენტიფიცირება, რომლებთანაც კონაქტი ქონდა ინფიცირებულ ქალს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს
© Sputnik / STRINGERმარნეულისა და ბოლნისის რაიონების საკარანტინო რეჟიმში გადასვლის შესახებ საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეატყობინა
მარნეულისა და ბოლნისის რაიონების საკარანტინო რეჟიმში გადასვლის შესახებ საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეატყობინა