18:06 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
ფოტო

საჰარის ქვიშის ქარიშხალში გახვეული კანარის კუნძულები – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
153 0 0
© AP Photo / Andres Gutierrez
კანარის კუნძულები ქვიშის ქარიშხალმა მოიცვა

კანარის კუნძულებს ძლიერი ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც საჰარის მხრიდან წითელი ქვიშის ღრუბელი მოიტანა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სტიქიის სურათები.

კანარის კუნძულების დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი ნარინჯისფერ ნისლში ჩაიძირა. სტიქიისა და ცუდი ხილვადობის გამო აეროპორტების ესპანურმა ოპერატორმა AENA დროებით აკრძალა გამგზავრება და დაშვება არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ გრან-კანარიოზე.

ესპანელი სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი ორშაბათამდე არ ჩაწყნარდება. სტიქიამ ყველაზე დიდი დარტყმა გრან-კანარის, ფუერტევენტურასა და ლანსაროტეს კუნძულებს მიაყენა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაშველო სამსახურების სრული მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა, მოსახლეობასა და ტურისტებს შენობებში დარჩენას და ფანჯრების გაღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ლანსაროტეს ხელისუფლებამ ყველა ღია ცის ქვეშ დაგეგმილი გასართობი ღონისძიება გააუქმა.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები