კანარის კუნძულების დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი ნარინჯისფერ ნისლში ჩაიძირა. სტიქიისა და ცუდი ხილვადობის გამო აეროპორტების ესპანურმა ოპერატორმა AENA დროებით აკრძალა გამგზავრება და დაშვება არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ გრან-კანარიოზე.
ესპანელი სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი ორშაბათამდე არ ჩაწყნარდება. სტიქიამ ყველაზე დიდი დარტყმა გრან-კანარის, ფუერტევენტურასა და ლანსაროტეს კუნძულებს მიაყენა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაშველო სამსახურების სრული მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა, მოსახლეობასა და ტურისტებს შენობებში დარჩენას და ფანჯრების გაღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ლანსაროტეს ხელისუფლებამ ყველა ღია ცის ქვეშ დაგეგმილი გასართობი ღონისძიება გააუქმა.

1/12
© AP Photo / Andres Gutierrez
კანარის კუნძულები ქვიშის ქარიშხალმა მოიცვა

2/12
© AP Photo / Andres Gutierrez
ქვიშის უზარმაზარი ღრუბელი საჰარას უდაბნოდან დაიძრა

3/12
© AFP 2024 / Desiree Martin
კანარის კუნძულებამდე მან 500 კილომეტრი გადალახა

4/12
© AP Photo / NASA
ქარიშხალი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ის NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს

ქარიშხლის სიჩქარემ 120 კმ/სთ შეადგინა

ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ სახლები

უამინდობის გამო გაუქმდა უამრავი ავიარეისი

საზღვაო გადაზიდვები და ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრან-კანარის კუნძულზე ასევე გართულებულია

9/12
© AP Photo / Andres Gutierrez
კანარის კუნძულები ატლანტის ოკეანეში აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს

შვიდი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი ესპანეთს ეკუთვნის და ძალიან პოპულარულია ევროპელი დამსვენებლებისათვის, განსაკუთრებით ზამთარში

11/12
© AFP 2024 / Desiree Martin
ესპანელი სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი რამდენიმე დღე გაგრძელდება

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაშველო სამსახურები მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა