19:25 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ფოტო

სასიკვდილოდ საშიში კორონავირუსი ჩინეთში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
149 0 0
© AP Photo / Mark Schiefelbein
ახალი კორონავირუსით ასობით ადამიანი დაავადდა

ჩინეთში უკვე ათასობით ადამიანი დაავადდა ახალი საშიში ვირუსით, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა და სასუნთქ გზებს აზიანებს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები ჩინეთიდან.

ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ხელისუფლება განაგრძობს საგანგებო ზომების მიღებას კორონავირუსის გავრცელების გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

პროვინციის კიდევ ცხრა ქალაქში, გარდა ეპიდემიური ცენტრი უჰანისა, დროებით შეწყდა სატრანსპორტო გადაადგილება. განსაკუთრებულ ზონაში მოხვდნენ უჰანი, ჩიბი, ეჩჟოუ, ჰუანგანი, სიანტაო, ჩჟიცზიანი, ციანცზიანი, ჰუანში, ენში და სიანნინი.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. საავადმყოფოებს გადაეცათ დირექტივები ინფექციასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის მიზნით, მთელ მსოფლიოში გაძლიერებულია ჩინეთიდან შესული ტურისტების შემოწმება.

კორონავირუსები – ეს არის ვირუსების ფართო ოჯახი, რომლებიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ამ მომენტისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ არსებობს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები