23:15 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
ფოტო

სვეტიცხოვლობა 2019: როგორ აღინიშნა დღესასწაული - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
203 0 0
  • სვეტიცხოვლობას ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართა
  • დილიდან სვეტიცხოველში ათასობით ადამიანი მივიდა, რათა სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა
  • ქალაქში შესასვლელი გზები დილიდან გადაიკეტა, ავტოსადგომიდან ტაძართან ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით მიდიოდა
  • დღესასწაულზე მივიდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრებიც
  • ტაძრის კედლებთან ხალხი სანთლებს ანთებდა
  • მღვდლები მორწმუნეებს აკურთხებდნენ და საუბრობდნენ მათთან
  • ამ დღეს სვეტიცხოველში შესვლა ძალიან რთულია
  • ტაძრის შესასვლელთანაც კი უამრავი ხალხი დგას
  • მცხეთას დღესასწაულზე, გარდა მორწმუნეებისა, სტუმრობენ უცხოელი ტურისტებიც
  • ქალაქის დღესასწაულზე ჩამოსული სტუმრები სამახსოვრო ფოტოს იღებენ
  • მიუხედავად სეზონისა, მცხეთაში დღესასწაულზე კარგი ამინდი იყო
  • ქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანი დადიოდა ეროვნული სამოსით
  • ბაზრობაზე უამრავი ხელნაკეთი ნივთი იყო წარმოდგენილი საგამოფენო სტენდებზე
  • დღესასწაულის სტუმრებს ქართული კერძებითა და მოხარშული სიმინდით გაუმასპინძლდნენ
  • მრავლად იყო ქართული ნუგბარი - ჩურჩხელა, რომელსაც ყველა ქართულ დღესასწაულზე იხილავთ
  • სტუმრები ბამბის ფერად ნაყინსაც სიამოვნებით მიირთმევდნენ
  • და სხვადასხვა ნუგბარსაც, რომლებიც დღესასწაულზე საწარმოებმა და საკონდიტროებმა წარადგინეს
  • ბაზრობაზე  იწვებოდა მწვადები
  • მოიხარშა უამრავი ხინკალი
  • ბაზრობაზე გაიმართა ყვავილების ფესტივალიც
  • დღესასწაულის სტუმრები ხალისიან, ფერადოვან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ
  • სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად მსურველებს საჰაერო ბურთების ყიდვაც შეეძლოთ
  • დღესასწაულზე ქალაქში სხვადასხვა ინსტალაციები გამოჩნდა, რომლებიც ფოტოსესიების დეკორაციებად გამოიყენეს
  • დილიდან საღამომდე მცხეთის ცენტრში მიმდინარეობდა კონცერტი. სტუმრების წინაშე წარსდგნენ ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, კონცერტზე ასევე ჟღეროდა თანამედროვე პოპულარული ჰიტები
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
სვეტიცხოვლობას ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართა

ორშაბათს მცხეთაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც სვეტიცხოვლობას აღნიშნავდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ ჩაიარა დღესასწაულმა საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში 

ზეიმის ეპიცენტრი ტრადიციულად მცხეთაში და სვეტიცხოვლის ტაძარში იყო, სადაც დილიდან მიდიოდნენ მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან. 

მცხეთელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის დაგეგმილი იყო სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები, საკარნავალო მსვლელობები, კონცერტები, „მცხეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების ლაურეატთა დაჯილდოება და სხვა მრავალი.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები